პროექტი „ქართული რესტორნები მსოფლიოში, ქართული კერძები და სასმელები “

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში განთავსებულ რესტორნებს ფუნციონირებაში; გაუკეთოს რეკლამა - უპირველესად, საქართველოში ჩამოსულ ტურისტებსა და საქართველოსთან დაკავშირებულ პირთა შორის; მიაწოდოს მათთვის საინტერესო ინფორმაციები; ხელი შეუწყოს სარესტორნო საქონლის მომგებიან შესყიდვებში საქართველოდან

ქართული რესტორნები

საიტის ამ განყოფილებაში თავს ვუყრით ინფორმაციას ქართული რესტორნების, მათი კერძებისა და ღვინოების შესახებ. ინფორმაცია მზადდება შესაბამისი ქვეყნის ინგლისურ და ქართულ ენებზე. თუკი გაქვთ რესტორანი შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ინფორმაციები.

Read More

ქართული კერძები და ღვინოები

პოპულარული ქართული საჭმელები განხილულია ქართულ ღვინოებთან, ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელებთან მიმართებაში, რათა რესტორნებსა თუ მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია - რომელ საჭმელს რომელი სასმელი უხდება.

Read More

სერვისები და შეთავაზებები

საიტის ეს ნაწილი, ფაქტიურად უცხოეთში და საქართველოში არსებული რესტორნებისათვის შეთავაზებების (განცხადებების) დაფაა. გარკვეული კონტროლის შემდეგ, ნებისმიერ ქართველ მეწარმეს შეუძლია აქ განცხადების გამოქვეყნება

Read More

ჩებურეკი

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე ცომისთვის საჭირო ინგრედიენტები: 4 ჭიქა ფქვილი, 1 ჩაის კოვზი მარილი, 1 ჩაის კოვზი შაქარი, 2 კვერცხი, 1,5 ჭიქა წყალი, 3-4 სუფრის კოვზი მზესუმზირის ზეთი. მომზადება: გავთქვიფოთ კვერცხი, დავამატოთ წყალი, ზეთი, მარილი, შაქარი და ბოლოს, ფქვილი, მოვზილოთ ნაზი ცომი და გავაჩეროთ 30 წუთი. ფარშის მოსამზადებლად საჭიროა: 1 კგ ხორცი (უმჯობესია ღორის), 3-4

Read More

სოკოს პიცა

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

ინგრედიენტები ცომისთვის: 2 ჩაის კოვზი საფუარი, ½ ჩაის კოვზი მარილი, 200 მლ რძე, 2 სუფრის კოვზი შაქარი, 200 გრამი მარგარინი ან კარაქი, 3,5 ჭიქა ფქვილი.

შიგთავსისათვის: ტომატის სოუსი ან კეტჩუპი, 1 ცალი პომიდორი, 1 ცალი ტკბილი წიწაკა, 150-200 გრამი შამპინიონები, ზეთისხილი – 50 გრამი, გახეხილი ყველი.

მომზადება: ჯერ ვაკეთებთ ცომს – ერთმანეთს შევურიოთ საფუარი და მარილი, დავასხათ 200 გრამი შემთბარი რძე, დავამატოთ 2 სუფრის კოვზი შაქარი, 200 გრამი, ოთახის ტემპერატურაზე გამდნარი მარგარინი (ან კარაქი) და ბოლოს შევურიოთ 3,5 ჭიქა ფქვილი. ცომი უნდა იყოს სქელი და მძიმე, ისე უნდა მოვზილოთ, რომ ხელებზე აღარ გვეკვრებოდეს. ცომი ჩავდოთ ქვაბში და გავაჩეროთ 4 საათი.

Read More

ციმბირული პელმენი

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

ინგრედიენტები:

პელმენის ცომი:
3 ჭიქა ფქვილი,
1 ცალი კვერცხი,
2/3 ჭიქა წყალი,
½-1 ჩაის კოვზი მარილი.

შიგთავსი: გატარებული ხორცი (ძროხის ან ღორის, შერეული უმჯობესია), ხახვი, მარილი, წიწაკა.

Read More

პიცა ზღვის პროდუქტებით

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

ინგრედიენტები:

100 გრამი კრაბის ხორცი,
100 გრამი გასუფთავებული, მოხარშული კრევეტები,
1 ქილა დაკონსერვებული მიდიები,
100 გრამი რბილი ყველი,
3 სუფრის კოვზი ტომატის სოუსი,
ოხრახუშის რამდენიმე ტოტი.

Read More

ჰავაის პიცა

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე ინგრედიენტები: 2 სუფრის კოვზი ტომატის სოუსი, 1 ქილა დაკონსერვებული ანანასი, 4 მწიფე პომიდორი, 100 გრამი ლორი, 50 გრამი შვეიცარული ყველი. მომზადება: გაბრტყელებულ ცომს წავუსვათ ტომატის სოუსი, მასზე დავალაგოთ ანანასის ნაჭრები და დაჭრილი ლორი. დავაყაროთ მარილი, წიწაკა, დავფაროთ მსხვილ სახეხზე გახეხილი ყველით. გამოვაცხოთ 5-7 წუთი ღუმელში, 220 გრადუსზე.

პიცა სოკოთი

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

ინგრედიენტები:

სოკო – 600 გრამი
ნაღების კარაქი – 3 სუფრის კოვზი,
კვერცხი – 3 ცალი,
ლიმონის წვენი – 1 სუფრის კოვზი,
ხახვი – 2-3 თავი,
მწვანილი – ოხრახუში,
მწვანე წიწაკა,
მარილი.

Read More

პიცა „მარგარიტა“

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

ინგრედიენტები:

900 გრამი პომიდორი ან ტომატ–პასტა,
350-400 გრამი ყველი;
ზეითუნის ზეთი;
რეჰანი
მარილი.

მომზადება: დავჭრათ პომიდორი თხელ ნაჭრებად, გავაბრტყელოთ ცომი, გამოსაცხობ ტაფას წავუსვათ ზეითუნის ზეთი და გაბრტყელებული ცომი გადავიტანოთ, ზემოდან მოვაწყოთ დაჭრილი პომიდორი, კიდეებამდე დავტოვოთ 2 სმ. მოვასხათ ცოტა ზეითუნის ზეთი, და დავადოთ რეჰანის რამდენიმე ფოთოლი.

Read More

პიცა , პიცის გამოძახება – დიდი არჩევანი , პიცის რეცეპტები

პიცა საქართველოშიც დიდად პოპულარულია. პიცის გამოძახება ფაქტიურად ყველა ქალაქში შეიძლება.

იტალიური პიცის 50 სახე – შემადგენლობა

  1. „მარგარიტა“ (Margherita) – ტომატის სოუსი, მოცარელა, ორეგანო
  2. „მარინარა (Marinara) – ტომატის სოუსი, ნიორი, რეჰანი
  3. „ოთხი სეზონი“ (Quattro Stagioni)- ტომატის სოუსი, მოცარელა, სოკო, ლორი, არტიშოკი, ზეთისხილი, ორეგანო
  4. „კარბონარა“ (Carbonara)- ტომატის სოუსი, მოცარელა, პარმეზანი, კვერცხი, ბეკონი
  5. პიცა ზღვის პროდუქტებით (Frutti di Mare) – ტომატის სოუსი, ზღვის პროდუქტები
  6. „ოთხი ყველი“ ( Quatrro Formaggi)- ტომატის სოუსი, მოცარელა, პარმეზანი, ყველი გორგონზოლა, არტიშოკი, ორეგანო
  7. „კრუდო“ (Crudo) – ტომატის სოუსი, მოცარელა, ლორი
  8. „ნეაპოლეტანო“ (Napoletana) – ტომატის სოუსი, მოცარელა, ორეგანო, ანჩოუსი
  9. პიცა აპულიურად (Pugliese)- ტომატის სოუსი, მოცარელა, ორეგანო, ხახვი
  10. „მონტანარა“ (Montanara) – ტომატის სოუსი, მოცარელა, სოკო, პეპერონი და სტრაკინო (რბილი ყველი)
  11. “ემილიანა“ (Emiliana) – ტომატის სოუსი, მოცარელა, ბადრიჯანი, მოხარშული კარტოფილი, ძეხვი
  12. რომის პიცა (Romana) – ტომატის სოუსი, მოხარელა, ანჩოუსი, კაპერსი, ორეგანო
  13. ფერმერული პიცა (Fattoria) – ტომატის სოუსი, მოცარელა, წიწაკა, ბარდა, პორკეტა (ღორის ხორცით მომზადებული იტალიური კერძი)
  14. სკაჩატა (Schiacciata) – ზეითუნის ზეთი და როზმარინი
  15. პიცა პროშუტოთი (Proscuitto) – ტომატის სოუსი, მოცარელა, ლორი, ორეგანო
  16. „ამერიკანო“ (Americana) – ტომატის სოუსი, მოცარელა, ძეხვი და კარტოდილი ფრი
  17. პიცა პროშუტოთი და სოკოთი (Proscuitto e Funghi) – ტომატის სოუსი, მოცარელა, ლორი, სოკო
  18. მებრძოლების პიცა ანუ პიცა პაპაია (Braccio di Ferro) – მოცარელა, ისპანახი, ყველი რიკოტა და პარმეზანი
  19. „სარდინია“ (Sarda) – ტომატის სოუსი, მოცარელა, ყველი პეკორინო, ცხარე სალიამი
  20. პიცა თინუსით (Tonno) – ტომატის სოუსი, მოცარელა, თინუსი, ხახვი
  21. „ვალტელლინა“ (Valtellina) – ტომატის სოუსი, მოცარელა, ბრესაოლა, პარმეზანის ფანტელები და რუკოლა
  22. პიცა გორგონზოლათი (Gorgonzola) – ტომატის სოუსი, მოცარელა, გორგონზოლა, ზეთისხილი
  23. „კალცონე“ (Calzone) – ტომატის სოუსი, მოცარელა, ლორი, სოკო, არტიშოკი, ანჩოუსი, ორეგანო
  24. პიცა პესტოს სოუსით (Pizza al Pesto) – პომიდორი, მოცარელა, გენუის პესტო, კედრის კაკალი, ზეთისხილი
  25. ხმელთაშუაზღვის პიცა (Mediterranea) – ტომატის სოუსი, მოცარელა, პომიდორი ჩერი, წიწაკა
  26. „ორთონალა“ (Ortolana) – ტომატის სოუსი, მოცარელა, ბოსტნეულის ასორტი
  27. „დიაბლო“ (Diavola) – ტომატის სოუსი, მოცარელა, ცხარე სალიამი, წიწაკა ჩილი
  28. სოფლის პიცა (Rustica) – ტომატის სოუსი, მოცარელა, ყველი გორგონზოლა, ბადრიჯანი
  29. გლეხების პიცა (Contadina) – ტომატის სოუსი, მოცარელა, სატაცური, სოკო, ბეკონი, პარმეზანი
  30. პიცა პარმეზანის ყველით (Parmigiana) – ტომატის სოუსი, მოცარელა, ბადრიჯანი, პარმეზანის ფანტელები
  31. „კაპრიჩოზა“ (Capricciosa) – ტომატის სოუსი, მოცარელა, ლორი, არტიშოკი, სოკო, ზეთისხილი
  32. პიცა ისპანახითა და რიკოტათი (Ricota e Spinaci) – ტომატის სოუსი, მოცარელა, ყველი რიკოტა, ისპანახი
  33. „ზღვა და მთები“ (Mare e Monti) – მოცარელა, ტომატის სოუსი, ზღვისპროდუქტები, თეთრი სოკო
  34. „პადანა“ (Padana) – ტომატის სოუსი, ყველი პარმეზანი, სალიამი, ყაბაყი, პოლენტა (მოხარშული სიმინდის ფქვილი)
  35. პიცა გერმანულად (Tedesca) – ტომატის სოუსი, მოცარელა და ვენური ძეხვი
  36. ტიროლის პიცა (Tirolese) – ტომატის სოუსი, მოცარელა, ყველი გორგონზოლა
  37. „ბოსკაიოლა“ (Boscaiola) – ტომატის სოუსი, მოცარელა, თეთრი სოკო, ბეკონი
  38. „კამპანოლა“ (Campagnola) – ტომატის სოუსი, მოცარელა, სიმინდი, ძეხვი
  39. ვეგეტარიანული პიცა (Vegetariana) – ტომატის სოუსი, მოცარელა, სხვადასხვა ბოსტნეული
  40. „ბუფალინა“ (Bufalina) – ტომატის სოუსი, მოცარელა, ორეგანო
  41. „ფონტანა“ (Fontana) – ტომატის სოუსი, მოცარელა, ყველი გორგონზოლა, რადიკიო, პარმეზანი
  42. ფრანცისკანული პიცა (Francescana) – ტომატის სოუსი, მოცარელა, Porcino სოკოთი, ლორითა და პარმეზანით
  43. პიცა ტრიუფელებით (Pizza tartufata) – მოცარელა, ტრიუფელის კრემი, თეთრი სოკო
  44. სამფერიანი პიცა (Tricolore) – მოცარელა, პროშუტო, პარმეზანი და ფანტელები
  45. „ვალე-დ’აოსტა“ (Valdostana) – ტომატის სოუსი, მოცარელა, ყველი ფონტინა და ბეკონი
  46. „კაპრეზე“ (Caprese) – მოცარელა და დაჭრილი პომიდორი
  47. პიცა გოგრის ფოთლებით (Fiori di zucca) – მოცარელა, გოგრის ფოთლები, ანჩოუსი, ზეითუნის ზეთი
  48. „ბისმარკი“ (Bismarck) – ტომატის სოუსი, მოცარელა, ლორი, შემწვარი კვერცხი
  49. სოკოს პიცა (Funghi) – ტომატის სოუსი, მოცარელა, სოკო, ოხრახუში, ზეითუნის ზეთი
  50. „მიმოზა“ (Mimosa) – მოცარელა, ნაღები, ლორი, სიმინდი

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

ინგრედიენტები ცომისთვის

4 ჭიქა ფქვილი;
100-200 გრამი ნაღების კარაქი (ან მარგარინი);
12 სუფრის კოვზი არაჟანი;
2 სუფრის კოვზი შაქარი;
½ ჩაის კოვზი სოდა, ½ ჩაის კოვზი მარილი.

Read More

ხილის კომპოტი „ასორტი“

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

ინგრედიენტები:

500 გრამი ხილი (ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ალუბალი),
1 ლიტრი წყალი,
1,5-2 გრამი ლიმონის მჟავა.

მომზადება: წყალი მივიყვანოთ ადუღებამდე და დავამატოთ შაქარი, ლიმონის მჟავა, გარეცხილი და დაჭრილი ხილი. ვადუღოთ 7-10 წუთის განმავლობაში (სანამ ვაშლი დარბილდება). სუფრაზე მივიტანოთ ცივი.

Read More

ჩირის კომპოტი „სასარგებლო“

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე ინგრედიენტები: 200 გრამი ჩირი (ნებისმიერი ხილის: ქლიავი, გარგარი, ვაშლი…), ½ ჭიქა შაქარი, ½ ჭიქა წყალი 1 გრამი ლიმონის მჟავა. მომზადება: ჩირი გავრეცხოთ თბილ წყალში, დავასხათ ადუღებული წყალი, დავამატოთ შაქარი, ლიმონის მჟავა და მივიყვანოთ ადუღებამდე. გავაჩეროთ 1-1,5 საათი, შემდეგ ისევ წამოვადუღოთ და დავტოვოთ გამოსაყვანად 1 ღამე (8-12 საათი).