ციმბირული პელმენი

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

ინგრედიენტები:

პელმენის ცომი:
3 ჭიქა ფქვილი,
1 ცალი კვერცხი,
2/3 ჭიქა წყალი,
½-1 ჩაის კოვზი მარილი.

შიგთავსი: გატარებული ხორცი (ძროხის ან ღორის, შერეული უმჯობესია), ხახვი, მარილი, წიწაკა.

მომზადება:

1. გავთქვიფოთ კვერცხი, დავამატოთ მარილი, დავასხათ წყალი, კარგად ავურიოთ და დავამატოთ ფქვილი, მოვზილოთ საშუალო სისქის ცომი და გავაჩეროთ 30-40 წუთი.
2. ფარშის მოსამზადებლად ხორცი და ხახვი გავატაროთ და დავამატოთ მარილი და წიწაკა.
3. ცომი გავაბრტყელოთ თხლად და ჭიქით დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად, დარჩენილი ცომი კი შევაერთოთ და ისევ გავაბრტყელოთ.
4. მრგვლად მოჭრილ ცომზე დავადოთ ხორცის ფარში და პირები შევუკრათ, ნახევარმთვარის ფორმის პელმენის მიღების შემდეგ, შევაერთოთ ორივე ბოლო.
5. პელმენი უნდა მოვხარშოთ მდუღარე, მარილიან წყალში (4 ლიტრი წყალი+1 სუფრის კოვზი მარილი), როცა პელმენები ამოტივტივდება 3-5 წუტის შემდეგ გადმოვიღოთ და კარაქთან ან არაჟათან ერთად ცხელი მივიტანოთ მაგიდაზე.

Share on Facebook
Facebook
Share this...