გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე
ინგრედიენტები ცომისთვის: 2 ჩაის კოვზი საფუარი, ½ ჩაის კოვზი მარილი, 200 მლ რძე, 2 სუფრის კოვზი შაქარი, 200 გრამი მარგარინი ან კარაქი, 3,5 ჭიქა ფქვილი.
შიგთავსისათვის: ტომატის სოუსი ან კეტჩუპი, 1 ცალი პომიდორი, 1 ცალი ტკბილი წიწაკა, 150-200 გრამი შამპინიონები, ზეთისხილი – 50 გრამი, გახეხილი ყველი.
მომზადება: ჯერ ვაკეთებთ ცომს – ერთმანეთს შევურიოთ საფუარი და მარილი, დავასხათ 200 გრამი შემთბარი რძე, დავამატოთ 2 სუფრის კოვზი შაქარი, 200 გრამი, ოთახის ტემპერატურაზე გამდნარი მარგარინი (ან კარაქი) და ბოლოს შევურიოთ 3,5 ჭიქა ფქვილი. ცომი უნდა იყოს სქელი და მძიმე, ისე უნდა მოვზილოთ, რომ ხელებზე აღარ გვეკვრებოდეს. ცომი ჩავდოთ ქვაბში და გავაჩეროთ 4 საათი.
გავაბრტყელოთ ცომი თხლად, ზემოდან წავუსვათ ტომატის სოუსი (ან კეტჩუპი), შემდეგ დავალაგოთ თხელ ნაჭრებად დაჭრილი პომიდორი, ტკბილი წიწაკა, შამპინიონები, ზეთისხილი (უკურკო), მოვაყაროთ ცოტა მარილი და ზემოდან დავფაროთ მსხვილ სახეხზე გახეხილი ყველით.