ჩირის კომპოტი „სასარგებლო“

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

ინგრედიენტები:

200 გრამი ჩირი (ნებისმიერი ხილის: ქლიავი, გარგარი, ვაშლი…),
½ ჭიქა შაქარი,
½ ჭიქა წყალი
1 გრამი ლიმონის მჟავა.

მომზადება: ჩირი გავრეცხოთ თბილ წყალში, დავასხათ ადუღებული წყალი, დავამატოთ შაქარი, ლიმონის მჟავა და მივიყვანოთ ადუღებამდე. გავაჩეროთ 1-1,5 საათი, შემდეგ ისევ წამოვადუღოთ და დავტოვოთ გამოსაყვანად 1 ღამე (8-12 საათი).

Share on Facebook
Facebook
Share this...