პროექტი „ქართული რესტორნები მსოფლიოში, ქართული კერძები და სასმელები “

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში განთავსებულ რესტორნებს ფუნციონირებაში; გაუკეთოს რეკლამა - უპირველესად, საქართველოში ჩამოსულ ტურისტებსა და საქართველოსთან დაკავშირებულ პირთა შორის; მიაწოდოს მათთვის საინტერესო ინფორმაციები; ხელი შეუწყოს სარესტორნო საქონლის მომგებიან შესყიდვებში საქართველოდან

ქართული რესტორნები

საიტის ამ განყოფილებაში თავს ვუყრით ინფორმაციას ქართული რესტორნების, მათი კერძებისა და ღვინოების შესახებ. ინფორმაცია მზადდება შესაბამისი ქვეყნის ინგლისურ და ქართულ ენებზე. თუკი გაქვთ რესტორანი შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ინფორმაციები.

Read More

ქართული კერძები და ღვინოები

პოპულარული ქართული საჭმელები განხილულია ქართულ ღვინოებთან, ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელებთან მიმართებაში, რათა რესტორნებსა თუ მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია - რომელ საჭმელს რომელი სასმელი უხდება.

Read More

სერვისები და შეთავაზებები

საიტის ეს ნაწილი, ფაქტიურად უცხოეთში და საქართველოში არსებული რესტორნებისათვის შეთავაზებების (განცხადებების) დაფაა. გარკვეული კონტროლის შემდეგ, ნებისმიერ ქართველ მეწარმეს შეუძლია აქ განცხადების გამოქვეყნება

Read More

სალათი „ცეზარი“

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

ინგრედიენტები:

სალათის 2-3 ფურცელი;
2 კვერცხი;
50 გრამი ყველი;
8-10 ანჩოუსი;
0,5 თეთრი პური;
ნახევარი ლიმონის წვენი;
1 სუფრის კოვზი მდოგვი;
5-6 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი;
ერთი კბილი ნიორი, შავი წიწაკა, მარილი.

Read More

კრაბის სალათი

ინგრედიენტები: 1 პაკეტი კრაბების ჩხირები; 2 ცალი მოხარშული კვერცხი; 1 ქილა დაკონსერვებული სიმინდის მარცვლები; 1 ცალი კიტრი; მაიონეზი, კამა, მარილი. მომზადება:კვერცხი მოვხარშოთ და დავჭრათ წვრილად, კრაბის ჩხირები დავანაწილოთ, კიტრი გავფცქვნათ და დავჭრათ კუბიკებად. დაჭრილი ინგრედიენტები მოვათავსოთ სასალათეში, მოვაყაროთ მარილი, დავამატოთ დაკონსერვებული სიმინდის მარცვლები, შევაზავოთ მაიონეზით და ზემოდან მოვაყაროთ დაჭრილი კამა.  

ქათმის სალათი

ინგრედიენტები: მოხარშული ქათმის ფილე – 200 გრამი; ანანასი (დაკონსერვებული) – 300 გრამი; 200 გრამი შამპინიონი; 1 საშუალო ზომის თავი ხახვი, ოხრახუში, მაიონეზი, მარილი, ლიმონის წვენი. მომზადება: ქათმის ფილე მოვხარშოთ და დავჭრათ კუბიკებად, ანანსიც დავჭრათ კუბიკებად, ხახვი დავჭრათ წვრილად და ჩავყაროთ მოსაშუშად მცენარეულ ზეთში, 5 წუთის შემდეგ დავამატოთ შამპინიონები და შევბრაწოთ. დაჭრილი პროდუქტები ჩავყაროთ სასალათეში, დავამატოთ

Read More

პომიდორი ყველით

ინგრედიენტები: პომიდორი; ყველი; მაიონეზი (ან არაჟანი). ეს სალათი ძალიან ადვილი მოსამზადებელია, თან ძალიან გემრიელია. მომზადება: პომიდორი გავრეცხოთ და დავჭრათ 1 სმ სისქის მრგვალ ნაჭრებად, ზემოდან წავუსვათ მაიონეზი და მოვაყაროთ (უხვად) გახეხილი ყველი.  

ჩაშუშული ქათმის ღვიძლი ბულგარული წიწაკით

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

ინგრედიენტები:

ქათმის ღვიძლი – 500 გრამი;
ხახვი – 4 თავი;
წითელი ბულგარული წიწაკა – 1-2 ცალი;
არაჟანი (ან ნაღები) – 100 გრამი;
მცენარეული ზეთი, მარილი, წიწაკა, მწვანილი.

Read More

ფარშირებული ყაბაყი

ინგრედიენტები: 4-5 ყაბაყი; ქათმის მკერდის ფილე; 200 გრამი ლორი; 2 თავი ხახვი; 4-5 მჟავე კიტრი; 1 ქილა შამპინიონების მარინადი; 1 კონა ქინძი; 250 გრამი არაჟანი; 250-300 გრამი ყველი. მომზადება: ხახვი დავჭრათ რგოლებად და მოვშუშოთ, დავუმატოთ დაჭრილი ლორი. ქათმის ფილე დავჭრათ გრძელ, თხელ ნაჭრებად და ისიც დავდოთ ხახვიან ტაფაზე შესაწვავად. ფილე ორივე მხრიდან რომ კარგად შეიბრაწება,

Read More

ბადრიჯანი ყველით

ინგრედიენტები: 2 ცალი ბადრიჯანი; 100 გრამი რბილი ყველი; მარილი, ზეითუნის ზეთი. მომზადება: 1. ბადრიჯანი დავჭრათ რაც შეიძლება თხელ ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ 10-15 წუთი, შემდეგ შევბრაწოთ ზეითუნის ზეთში ორივე მხრიდან. 2. ბადრიჯნის თითოეულ ნაჭერს დავადოთ თითო ნაჭერი ყველი, გადავახვიოთ და დავამაგროთ ჩხირით. გამოვაცხოთ 3-4 წუთი. სუფრაზე შეიძლება მივიტანოთ ჩაშუშულ პომიდორთან ერთად.  

გამომცხვარი კარტოფილი ყველით

ინგრედიენტები: 1 კგ კარტოფილი; 200 გრამი ყველი; ნაღების კარაქი; მარილი გავაცხელოთ ღუმელი 200-2200–ზე. მომზადება: 1. კარტოფილი გავრეცხოთ ჯაგრისით და გამოვაცხოთ დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, ქერქი ოქროსფრად უნდა შეებრაწოს. კარტოფილი ჩავჩხვლიტოთ დანით, თუ ის ადვილად შედის, ესე იგი კარტოფილი მომზადებულია. 2. თითოეულ კარტოფილი ჩავჭრათ სიგრძეზე შუამდე. ამოვიღოთ ცოტაოდენი რბილობი და ჩავტენოთ კარაქი და გახეხილი ყველი. არ

Read More

ბოზართმა ქათმის ან სხვა ფრინველის ხორცისაგან

კარგად გასუფთავებული, გარეცხილი ფრინველის ხორცი მოვშუშოთ საკუთარ წვენში; ალყად დაჭრილი ხახვი ცალკე ტაფაზე მოვხრაკოთ იმავე ფრინველის ქონსა და ცოტაოდენ ერბოში.მოხრაკული ფრინველის ხორცი ამოვიღოთ ლანგარზე და ზედ მოვაყაროთ მოხრაკული ხახვი. სუფრაზე ცალკე მიოვიტანოთ დანაყილი ნიორი და ქინძი ძმრით. მასალა: ფრინველი ხახვი – 4-5 მოზრდილი თავი ერბო – 50 გრამი ნიორი, ქინძი, ძმარი, მარილი, გემოვნებით

ალუბლის ვარენიკი

მოვამზადოთ ვარენიკის ცომი, დავჭრათ მრგვალი ფორმით, გავბრტყელოთ, ჩავუდოთ შიგთავსი და ნაპირები შევაერთოთ. მოვხარშოთ ადუღებულ, მარილიან წყალში (4 ლ. წყალი + 1 სუფრის კოვზი მარილი), წყლის ზედაპირზე ამოტივტივებიდან 5 წუთის შემდეგ გადმოვიღოთ, შეიძლება მივირთვათ ცხელიც და ცივიც. შიგთავსი: 500 გრამ კურკაგამოცლილ ალუბალდ დავუმატოთ 1 ჭიქა შაქარი. ძალიან    სასიამოვნო დესერტია, მიირთვით, შეგერგოთ. ….