ფარშირებული ყაბაყი

ინგრედიენტები:

4-5 ყაბაყი;
ქათმის მკერდის ფილე;
200 გრამი ლორი;
2 თავი ხახვი;
4-5 მჟავე კიტრი;
1 ქილა შამპინიონების მარინადი;
1 კონა ქინძი;
250 გრამი არაჟანი;
250-300 გრამი ყველი.

მომზადება: ხახვი დავჭრათ რგოლებად და მოვშუშოთ, დავუმატოთ დაჭრილი ლორი. ქათმის ფილე დავჭრათ გრძელ, თხელ ნაჭრებად და ისიც დავდოთ ხახვიან ტაფაზე შესაწვავად. ფილე ორივე მხრიდან რომ კარგად შეიბრაწება, დავამატოთ სოკო, შემდეგ მრგვლად დაჭრილი კიტრი, არაჟანი, ქინძი, მარილი, წიწაკა. კარგად მოვურიოთ.

ყაბაყი გავრეცხოთ და მოვაცალოთ ზედმეტი ნაწილები, ზედაპირზე კანი ავაჭრათ და რბილობი ამოვიღოთ. მომზადებულ ყაბაყს წავუსვათ კარაქი და მოვაყაროთ მარილი. ჩავტენოთ სართი ყაბაყში და ზემოდან დავფაროთ  მსხვილ სახეხზე გახეხილი ყველით. გამოვაცხოთ 180 გრადუს ტემპერატურაზე 30-35 წუთის განმავლობაში.