სალათი „ცეზარი“

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

ინგრედიენტები:

სალათის 2-3 ფურცელი;
2 კვერცხი;
50 გრამი ყველი;
8-10 ანჩოუსი;
0,5 თეთრი პური;
ნახევარი ლიმონის წვენი;
1 სუფრის კოვზი მდოგვი;
5-6 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი;
ერთი კბილი ნიორი, შავი წიწაკა, მარილი.

მომზადება: პური დავჭრათ პატარ–პატარ ნაჭრებად (შეიძლება კუბიკებად), მოვასხათ ცოტა ზეითუნის ზეთი და გამოვაცხოთ ღუმელში 7-8 წუთის განმავლობაში. მოვხარშოთ კვერცხი და გამოვიღოთ გული. ყველი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე. ნიორი დავჭყლიტოთ, დავუმატოთ წიწაკა, მარილი, მდოგვი, ლიმონის წვენი, 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 3-4 ანჩოუსი და ავურიოთ. სალათის ფურცლებზე დავაწყოთ ანჩოუსები, ორცხობილა, მრგვლად დაჭრილი კვერცხის ცილა, ზემოდან მოვასხათ ზეითუნის ზეთიანი მასა და დავფაროთ გახეხილი ყველით.