ქათმის სალათი

ინგრედიენტები:

ქათმის ფილე – 500 გრამი;
მაგარი ყველი – 300 გრამი;
5 კვერცხი;
3 მწიფე პოიდორი;
1 ქილა მწვანე ბარდა (ე.წ. „გაროხი“)
მარილი.

მომზადება: დავდგათ ქათმის ფილე მოსახარშად, მანამდე მოვამზადოთ სალატის სხვა ინგრედიენტები. გავხეხოთ ყველი, პომიდორი დავჭრათ პატარა ნაჭრებად, მოხარშული კვერცხი ჩავსრისოთ ჩანგლით, მოხარშული ქათმის ფილე დავანაწილოთ ნაწილებად. ყველაფერს მოვუყაროთ თავი სასალათეში, დავამატოთ მწვანე ბარდა და მაიონეზი, კიდევ მარილი, ავურიოთ და გემრიელი სალათიც მზადაა.

Share on Facebook
Facebook
Share this...