კომბოსტოს სალათი

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

ინგრედიენტები:

100 გრ. კომბოსტო;
2 ცალი კიტრი;
მოხარშული კვერცხი – 2 ცალი;
ბოლოკი– 2-3 ცალი, მწვანე ხახვი – 30-40 გრამი, კამა;
მარილი, 3 სუფრის კოვზი არაჟანი.

მომზადება: გავრეცხოთ მწვანილი და ბოსტნეული, კომბოსტო დავჭრათ თხლად, კიტრი გავფცქვნათ დავჭრათ ოთხკუთხედებად, ბოლოკი გავხეხოთ, მოხარშული კვერცხი დავჭრათ დანით, წვრილად დავკეპოთ მწვანე ხახვი და კამა. ჯამში მოვათავსოთ დაჭრილი კომბოსტო, მოვაყაროთ მარილი და ავურიოთ, დავამატოთ კიტრი, ბოლოკი, კვერცხი, მწვანე ხახვი, კამა. შევაზავოთ არაჟნით და მივიტანოთ მაგიდაზე.