ქათმის სალათი

ინგრედიენტები:

მოხარშული ქათმის ფილე – 200 გრამი;
ანანასი (დაკონსერვებული) – 300 გრამი;
200 გრამი შამპინიონი;
1 საშუალო ზომის თავი ხახვი, ოხრახუში, მაიონეზი, მარილი, ლიმონის წვენი.

მომზადება: ქათმის ფილე მოვხარშოთ და დავჭრათ კუბიკებად, ანანსიც დავჭრათ კუბიკებად, ხახვი დავჭრათ წვრილად და ჩავყაროთ მოსაშუშად მცენარეულ ზეთში, 5 წუთის შემდეგ დავამატოთ შამპინიონები და შევბრაწოთ.

დაჭრილი პროდუქტები ჩავყაროთ სასალათეში, დავამატოთ მარილი, შვაზავოთ მაიონეზითა და ლიმონის წვენით.