Category Archives: კულინარია

ხორცის რულეტი

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

ავიღოთ საქონლის რბილი ხორცი, გავრეცხოთ ცივ წყალში და მოვაცალოთ აპკი და ძარღვები. და დავჭრათ თხელ, დიდ ნაჭრებად.
შემდეგ დაჭრილი ხორცი დავბეგვოთ ორივე მხრიდან. დაბეგვილ ხორცს წავუსვათ მარილი და მდოგვი ორივე მხრიდან.
თითოეულ ხორცის ნაჭერზე დავადოთ მჟავე კიტრის ნახევარი და ხახვის მეოთხედი.
გადავახვიოთ რულეტი და შევკრათ ჩხირებით.
ტაფაზე დავასხათ 4-5 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი, ტაფა გავაცხელოთ და მომზადებული რულეტები შევბრაწთ ორივე მხრიდან. როგორც კი ორივე მხრიდან ოქროსფრად შეიბრაწება, დავასხათ ერთ ჭიქა ადუღებული წყალი და მოვაყაროთ მარილი.

Read More

ხორცი ფრანგულად

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

ინგრედიენტები:

ხორცი ღორის ან ძროხის,
არაჟანი,
მარილიანი ხაჭო ან ყველი – 100 გრამი,
ხახვი, რეჰანი, წიწაკა, მარილი.

Read More

შემწვარი ღორის ხორცი კარტოფილით

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

ავიღოთ ხორცი, უმჯობესია ღორის და დავჭრათ ნაჭრებად, დავალაგოთ ტაფაზე, მოვაყაროთ მარილი. ზემოდან მოვაყაროთ მრგვლად დაჭრილი ხახვი.
4-5 ცალი კარტოფილი გავრეცხოთ, გავთალოთ და დავჭრათ მრგვლად და მოვაწყოთ ხორცს და ხახვს.
2 მწიფე პომიდორი გავრეცხოთ, დავჭრათ მრგვლად და ხორცის ნაჭრებს დავადოთ ზემოდან (ეს დაეხმარება ხორცს შეინარჩუნოს წვენი, არ გამოშრეს).

Read More

ღორის ხორცი კეტჩუპით

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

ავიღოთ 4-5 მწიფე პომიდორი, ერთი ბულგარული წიწაკა, მწვავე წიწაკა (გემოვნებით), 1-2 თავი ხახვი. პომიდორს დავასხათ ცხელი წყალი და მოვაცალოთ კანი, შემდეგ გავატაროთ ხორცის საკეპ მანქანაში როგორც პომიდორი, ასევე, ხახვი, ბულგარული წიწაკა და მწვავე წიწაკა.

მიღებული პიურე მოვათავსოთ ქვაბში და მოვხარშოთ. კეტჩუპის მომზადების დრო ცოტა ხანგრძლივია, ამიტომაც დავიწყეთ მისი პირველ რიგში მომზადება. სწარაფად რომ მომზადდეს, შეგვიძლია დავამატოთ 1 სუფრის კოვზი ტომატ–პასტა.

Read More

ღორის ხორცი წიწაკით

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

ინგრედიენტები:

1 კგ ღორის ხორცი (უმჯობესია ნეკნები),
შავი პილპილის მარცვლები,
1 თავი ხახვი,
1 სუფრის კოვზი კონიაკი,
4 სუფრის კოვზი ღვინო,
100 მლ მდუღრე,
მარილი.

Read More

ქათმის ფილე ლიმონის წვენში

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე 1. ავიღოთ ფათმის ფილე, დავჭრათ თანაბარ ნაჭრებად და დავაყართ მარილი და წიწაკა და დავასხათ ღვინო, გავაჩეროთ ნახევარი საათის განმავლობაში. 2. ახლა მოვამზადოთ სოუსი: ნახევარი ლიმონის წვენი + 2 ჩაის კოვზი ძმარი + ცოტა შაქარი + მარილი. 3. ავიღოთ 1 კვერცხი, 4 ჩაის კოვზი სახამებელი, ცოტა წყალი. მომზადდება შესქელებული მასა, რომელშიც უნდა

Read More

შემწვარი ქათმის ფილე კარტოფილით

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

ინგრედიენტები:

კარტოფილი – 6-8 ცალი;
ქათმის ფილე – 150-200 გრამი;
შამპინიონები – 100-150 გრამი;
ხახვი – 1-2 თავი;
ნაღების კარაქი – 30-40 გრამი;
მცენარეული ზეთი – შესაწვავად, მარილი, წიწაკა.
კვერცხის სოუსი მოსასხმელად კვერცხი – 2 ცალი, არაჟანი – 2 სუფრის კოვზი, რძე ან ნაღები – 1 ჭიქა, მარილი.

Read More

ფაფა მანანის ბურღულით

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე ინგრედიენტები: 2 ჭიქა რძე, მანანის ბურღული – 4 სუფრის კოვზი, მარილი და შაქარი გემოვნებით. მომზადება: რძე მოვიყვანოთ ადუღებამდე და ჩავყაროთ მანანის ბურღული, ვხარშოთ ნელ ცეცხლზე 5-7 წუთის განმავლობაში, დავუმატოთ შაქარი და მარილი, განუწყვეტლივ ვურიოთ. მაგიდაზე მივიტანოთ კარაქთან ერთად.

ბრინჯის ფაფა

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე ინგრედიენტები: 1 ჭიქა ბრინჯი, 4 ჭიქა რძე, 1 სუფრის კოვზი შაქარი, ½ ჩაის კოვზი მარილი. მომზადება: ბრინჯი კარგად გავრეცხოთ, ჩავყაროთ ადუღებულ წყალში და ვადუღოთ 5-8 წუთი, შემდეგ გადავწუროთ, დაწურვის შემდეგ ბრინჯი ჩავყაროთ ადუღებულ, მარილიან რძეში და ვხარშოთ ნელ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში. დავამატოთ შაქარი, სახურავი დავაფაროთ და დავაცადოთ 10-15 წუთი. სუფრაზე

Read More

წიწიბურას ფაფა რძით

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე ინგრედიენტები: 1 ჭიქა წიწიბურა, 2 ჭიქა წყალი, მარილი. მომზადება: 2 ჭიქა წყალი მივიყვანოთ ადუღებამდე და დავამატოთ წიწიბურა და ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე 15-20 წუთის განმავლობაში. ხარშვის დროს არ მოვხადოთ თავსახური, მორევა არ უნდა. სუფრაზე მივიტანოთ რძესთან ერთად.