ღორის ხორცი წიწაკით

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

ინგრედიენტები:

1 კგ ღორის ხორცი (უმჯობესია ნეკნები),
შავი პილპილის მარცვლები,
1 თავი ხახვი,
1 სუფრის კოვზი კონიაკი,
4 სუფრის კოვზი ღვინო,
100 მლ მდუღრე,
მარილი.

მომზადება:

1. ჩავნაყოთ პილპილის მარცვლები და ღორის ხორცი ამოვავლოთ წიწაკაში და მარილში ყველა მხრიდან.
2. ტაფაზე დავდოთ 1 სუფრის კოვზი ნაღების კარაქი და შევბრაწოთ ღორის ხორცი ყველა მხრიდან,
3. დავჭრათ ხახვი ნახევარრგოლებად,
4. ღორის ხორცი გადავიტანოთ ქვაბში, ტაფაზე კი დავადოთ კიდევ 1 სუფრის კოვზი ნაღების კარაქი და მოვშუშოთ ხახვი ოქროსფრად, დავამატოთ კონიაკი, ღვინო, მდუღარე, მარილი და ვშუშოთ, სანამ სოუსი მსუბუქად მოიხარშება.
5. ღორის ხორცს მოვასხათ სოუსი.
სუფრაზე მივიტანოთ პიურესთან ერთად.