ხორცი ფრანგულად

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

ინგრედიენტები:

ხორცი ღორის ან ძროხის,
არაჟანი,
მარილიანი ხაჭო ან ყველი – 100 გრამი,
ხახვი, რეჰანი, წიწაკა, მარილი.

მომზადება: 1. პირველ რიგში მოვამზადოთ სოუსი, არაჟანი და ხაჭო (ან ყველი) ბლენდერით ავთქვიფოთ, სილამაზისთვის სოუსს შეიძლება შევურიოთ ცოტა წითელი ბულგარული წიწაკა. სოუსს დავამატოთ ცოტა პიტნა და რეჰანი, დავამატოთ მარილი.
2. ხორცი სწრაფად შევწვათ ტაფაზე ქერქის წარმოქმნამდე, ეხლა ხორცს წვენი შეუნარჩუნდება.
3. შემწვარი ხორცი ცავდოთ ფორმაში, რომლითაც უნდა გამოვაცხოთ. ფორმას წინასწარ წავუსვათ კარაქი. ხორცს ზემოდან მოვაყაროთ ცოტა მარილ და წიწაკა. გვახსოვდეს, რომ სოუსიც მარილიანი იქნება.
4. ხორცზე მოვაყაროთ მრგვლად დაჭრილი ხახვი, შეიძლება ექსპერიმენტი ჩავატაროთ და ზემოდან მოვალაგოთ ვაშლის ნაჭრები ან დაჭრილი ანანასი.
5. ახლა ხორცი თანაბრად დავფაროთ სოუსით და გამოვაცხოთ გახურებულ ღუმელში 30-40 წუთის განმავლობაში.

….