Category Archives: კულინარია

თევზის კატლეტები

მასალა: 600გრ თევზის ფილე ან ფარში, 6ც კარტოფილი, 2ცალი ხახვი, 2ც კვერცხი, 4ს/კ საფანელი, 100გრ ზეთი, 1ჩ/კ მარილი. მომზადება:თევზის ფილე ხორცსაკეპში გაატარეთ, კარტოფილი, ხახვი გახეხეთ, წარმოქმნილი სითხე გადაწურეთ. შეურიეთ ფილეს, დაუმატეთ კვერცხი და მარილი. მიღებული ფარშისაგან დაამზადეთ კატლეტები, ამოავლეთ საფანელში და შეწვით ზეთში ან ორთქლზე.

სოკო სულგუნით

ინგრედიენტები: კამა სოკო – 1კ.გ. სულგუნი – ერთი საშუალო თავი რძე – ნახევარი ლიტრა მარილი – გემოვნებით. მომზადება: დაუჭრელად  გავრეცხოთ სოკო და დასწდომად დავყაროთ ცხაურზე. დავჭრათ სულგუნი წვრილ ჩრიხებად, ჩავყაროთ ადუღებულ რძეში და ვადუღოთ ნელ ცეცხლზე ვიდრე სულგუნი მთლიანად არ გადნება. სულგუნის გადნობის შემდეგ, ჩავყაროთ სოკო და მოვხარშოთ. მიირთვით  ცხელი.