ცეხვილი ხაჭაპური ცეხვილი ფქვილიგან მზადდება და დიდ მოწონებას იმსახურებს. მიზეზი მარტივია – ცეხვილი ფქვილი მიიღება დაცეხვილი ხორბლისაგან, რომელშიც შენარჩუნებულია ხორბლის მარცვალში არსებული ყველა სასარგებლო ნივთიერება, ნაკლებია სახამებელი და დიდი რაოდენობითაა უჯრედისი. ქვემოთ გთავაზობთ ცეხვილი ხაჭაპურის რეცეპტებს. ცეხვილი ფქვილით მომზადებული იმერული ხაჭაპური ცომი შეგვიძლია მოვამზადოთ როგორც წყალზე, ასევე რძეზე, ასევე წყლისა და რძის ნარევზე. ინგრედიენტები ცომისათვის:
ცეხვილი ნაპოლეონი – როგორ მოვამზადოთ? ცეხვილი ნაპოლეონი – ბოლო წლებში ცეხვილი ფქვილის (ხორბლის ყველა შემადგენელი ნაწილის დაფქვით მიღებული ფქვილი) გამოყენება კულინარიაში განსაკუთრებით აქტუალური გახდა. საქმე იმაშია, რომ ცეხვილი ფქვილი მნიშვნელოვნად ამცირებს ისეთი დაავადებების განვითარების რისკს, როგორიცაა – ათეროსკლეროზი, გულის დაავადებები, ონკოლოგიური დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია და სიმსუქნე. ცეხვილი ფქვილის მთავარი უპირატესობა მასში საკვები ბოჭკოების