ცეხვილი ნაპოლეონი

ცეხვილი ნაპოლეონი – როგორ მოვამზადოთ?

ცეხვილი ნაპოლეონიცეხვილი ნაპოლეონი – ბოლო წლებში ცეხვილი ფქვილის (ხორბლის ყველა შემადგენელი ნაწილის დაფქვით მიღებული ფქვილი) გამოყენება კულინარიაში განსაკუთრებით აქტუალური გახდა. საქმე იმაშია, რომ ცეხვილი ფქვილი  მნიშვნელოვნად ამცირებს ისეთი  დაავადებების განვითარების რისკს, როგორიცაა  – ათეროსკლეროზი, გულის დაავადებები, ონკოლოგიური დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია და სიმსუქნე.

ცეხვილი ფქვილის მთავარი უპირატესობა მასში საკვები ბოჭკოების მაღალი შემცველობაა. საკვები ბოჭკოები ხელს უწყობენ მსხვილი ნაწლავის ნორმალურ ფუნქციონირებას, ხელს უშლის შეკრულობის (ყაბზობის) განვითარებას,  ამცირებენ მსხმილი ნაწლავის კიბოს წარმოქმნის რისკს.

სწორედ ამგვარი ცეხვილი ფქვილისაგან მომზადებულ, ცეხვილი ნაპოლეონის რეცეპტს გთავაზობთ ქვევით.

ცეხვილი ნაპოლეონის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტები:

  • რძე 600 მლ
  • ცეხვილი ფქვილი 100 გრამი
  • ქოქოსის ზეთი 30 გრამი
  • ფქვილი 20 გრამი
  • გამაფხვიერებელი 1 ც.
  • ვანილი
  • სტევია – გემოვნების მიხედვით

ცეხვილი ნაპოლეონი – მომზადების მიმდინარეობა:

ავფთქვიფოთ 1 ცალი კვერცხი. დავამატოთ 1 ჭიქა რძე და ავთქვიფოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დავამატოთ 0,5 პაკეტი გამაფხვიერებელი და ვანილი და ავურიოთ. გავცრათ და ჩავყაროთ ცეხვილი ფქვილი და ავთქვიფოთ სქელ კონსისტენციამდე. ნარევს დავამატოთ 10 გრამი ქოქოსის ზეთი.

შედარებით პატარა ზომის ცეხვილი ნაპოლეონისათვის გამოვაცხოთ დაახლოებით 10 სმ დიამეტრის, წინასწარ გაცხელებულ ტაფაზე. ვაცხობთ დაახლოებით ამგვარ 8 – 10 ცალს, სისქით დაახლოებით 7 – 10 სმ.

ცეხვილი ნაპოლეონი –  კრემის მომზადება

1 სუფრის კოვზი ჩვეულებრივი ფქვილი დავყაროთ ფოლგაზე და ვაცხობთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 10 – 15 წუთი. ქვაბში ჩავასხათ 1 ჭიქა რძე და დავამატოთ 2 – 3 ჩაის კოვზი სტევია, მოვურიოთ და დავდგათ დაბალ ცეცხლზე.

ღუმელიდან გამოგვაქვს გაცხელებული ფქვილი და ვამატებთ მასში აქვეფილი კვერცხს და ვურევთ კარგად. ამ ნარევში ჩავასხათ რძე სტევიათი და მოვურიოთ.

აღნიშნული მასა დავდგათ დაბალ ცეცხლზე და გამუდმებით ვურიოთ შესქელებამდე. მომზადებული კრემი არაჟნის სისქე უნდა იყოს. არომატისათვის კრემს ვამატებთ 10 გრამ ქოქოსის ცხიმს და ვურევთ.

ცეხვილი ნაპოლეონის თითოეულ ფენას ვუსმევთ კრემს, ნაპირზეც და გვერდებზეც კარგად; თითოეულ ფენას ვადებთ მორიგ ფენას და ვუსმევთ კრემს.

სულ ბოლო ფენას განსაკუთრებით ბლომად ვუსმევთ კრემს და ბოლოს ზემოდან ვაყრით გახეხილი ქოქოსის ფანტელებს, ასევე გვერდებზეც

ცეხვილი ნაპოლეონი მზადაა

ცეხვილი ნაპოლეონი მცირე ხნით გააჩერეთ გრილ ადგილზე, ფენების კრემით უკეთ გაჟღენთის მიზნით.

გემრიელად მიირთვით!