ბეზეს რულეტი

ბეზეს რულეტიბეზეს რულეტი – ნაზი, ჰაეროვანი და გემრიელი – არაჩვეულებრივი დესერტია. მომზადება საკმაოდ მარტივია.

ბეზეს რულეტის გულსართი შეგიძლიათ საკუთარი გემოვნებით შეარჩიოთ. მაგალითად, ხაჭოს ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნაღების კრემი, ხოლო მარწყვის ნაცვლად – ბანანი, ატამი, გარგალი, ალუბალი და ა. შ.

ბეზეს რულეტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კვერცხის ცილა – 4 ცალი;
  • შაქარი 150 გრამი;
  • შაქრის პუდრა – 2 ჩაის კოვზი

ბეზეს რულეტის შიგთავსისათვის დაგჭირდებათ:

  • ხაჭო – 150 გრამი;
  • არაჟანი – 2 სუფრის კოვზი;
  • შაქარი – გემოვნების მიხედვით
  • ახალი ხილი, კენკრა – დაახლოებით 100 გრამი.

ბეზეს რულეტის მომზადების ეტაპები:

ფრთხილად განვაცალკევოთ კვერცხი ცილა გულისაგან და მოვათავსოთ მშრალ ჭურჭელში და მიქსერით ავთქვიფოთ; თანდათან დავამატოთ შაქარი და გავაგრძელოთ ათქვეფა ცილის გამაგრებამდე.

გავაცხელოთ ღუმელი 180 გრადუსამდე, ტაფაზე დავაფინოთ პერგამენტი და ზედ მოვათავსოთ ათქვეფილი ბეზე კარგად, თანაბრად გავასწოროთ, ისე რომ მიიღოს 2 – 2,5 სმ სიმაღლის მართკუთხედის ფორმა.

ბეზე გამოვაცხოთ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში. ბეზეს ზევიდან გაუჩნდება ოქროსფერი ქერქი, შიგნით კი დარჩება რბილი, სუფლესავით.

გამომცხვარი ბეზე გამოვიღოთ ღუმელიდან და მოვათავსოთ ახალ პერგამენტზე,  მოვაცილოთ ძველი პერგამენტი და გასაგრილებლად დავტოვოთ 10 – 15 წუთი.

ბეზეს რულეტის კრემის მომზადება:

კრემის მოსამზადებლად ავთქვიფოთ ხაჭო, არაჟანი და შაქარი (პროდუქტების ცხიმიანობას და შაქრის რაოდენობა შგიძლიათ შარჩიოთ თქვენი გემოვნების მიხედვით).

აღნიშნული მასაბლენდერით ავთქვიფოთ  კრემისებური მასის მიღებამდე.

მომზადებული კრემი თანაბრად წავუსვათ გამომცხვარ ბეზეს ზევიდან.

მარწყვი (ან ჟოლო, ან სხვა რაიმე ხილი) გავრეცხოთ, გავაშროთ და დავჭრად პატარა ნაწილებად. თანაბრად დავაწყოთ, გავანაწილოთ კრემზე და დავახვიოთ რულეტი პერგამენტით.

ამგვარად მომზადებული ბეზეს რულეტი არაჩვეულებრივად ჰაროვანი, ნაზი და გემრიელია

მაგიდაზე მიტანამდე  რულეტი გავაცივოთ და დავჭრათ პორციებად.

გემრიელად მიირთვით!