ცეხვილი ნამცხვრები

ცეხვილი ნამცხვრები გახლავთ დაცეხვილი ხორბლისგან მიღებული ფქვილით მომზადებული ნამცხვრები

ცეხვილი კექსი შოკოლადით

საჭირო ინგრედიენტები:ცეხვილი ნამცხვრები

  • ცეხვილი ფქვილი – 200 გრამი
  • ნაღების კარაქი – 120 გრამი
  • კვერცხი 2 ცალი
  • შაქარი – 100 გრამი
  • გამაფხვიერებელი – 0,5 ჩაის კოვზი
  • შავი შოკოლადი – 50 გრამი
  • მარილი

მომზადების წესი

ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუსამდე. წინასწარ დარბილებული კარაქი ათქვიფეთ შაქართან ერთად თეთრი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. თანდათან დაუმატეთ კვერცხი. ფქვილი გაცერით მარილთან და გამაფხვიერებელთან ერთად. დაჭერით შოკოლადი. ცომში ჩაყარეთ ფქვილი და თან ურიეთ. დაუმატეთ დაჭრილი შოკოლადი და ფრთხილად შეურიეთ.

ჩადეთ ცომი ფორმებში და გამოაცხვეთ დაახლოებით 20 – 30 წუთის განმავლობაში.


ცეხვილი ნამცხვრები – ვაშლის პეროგი კარიცით

საჭირო ინგრედიენტები

  • ცეხვილი ფქვილი – 250 გრამი
  • ნაღების კარაქი – 50 გრამი
  • შაქარი – 50 გრამი
  • კეფირი – 250 გრამი
  • კვერცხი – 2 ცალი
  • გამაფხვიერებელი – 1 ჩაის კოვზი
  • კარიცა – 0,5 ჩაის კოვზი
  • მარილი
  • ვაშლი – 5 ცალი

ყველა ინგრედიენტი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს.

მომზადება:

გააცხელეთ ღუმელი 160 გრადუსამდე. ჯამში შეურიეთ ერთმანეთს ფქვილი, გამაფხვიერებელი, კარიცა და მარილი; კარგად აურიეთ. გაადნეთ კარაქი; კვერცხი ათქვიფეთ შაქართან, დაამატეთ კეფირი და გამდნარი კარაქი. დაამატეთ ფქვილი და ფრთხილად შეურიეთ.

დადაჭერით ვჭრათ ვაშლები. გამოსაცხობ ფორმის ძირზე წაუსვით ცხიმი და ჩაასხით ცომის ნახევარი ფორმაში. ჩააწყვეთ ვაშლის ნაჭრები და ზევიდან დაასხით დარჩენილი მასა.

შდგით ღუმელში და გამოაცხეთ 40 – 50 წუთის განმავლობაში


ცეხვილი ნამცხვრები – ბისკოტი ალუბლით

იტალიური ორცხობილა ბისკოტი – არაჩვეულებრივია საღამოს ჩაისთვის

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ცეხვილი ფქვილი – 200 – 250 გრამი
  • კვერცხი – 3 ცალი
  • შაქარი – 120 გრამი
  • მარილი
  • ალუბალი – 100 გრამი
  • გამაფხვიერებელი – 1 ჩაის კოვზი

მომზადება:

გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი. ფქვილს დაუმატეთ მარილი, გამაფხვიერებელი და ალუბალი. ეს მასა თანდათანობით დაამატეთ ათქვეფილ კვერცხს და კარგად აურიეთ.  მიეცით ბრტყელი ფუნთუშების ფორმა და შდგით ღუმელში  დაახლოებით 20 წუთი.

გამომცხვარი ფუნთუშები დაჭერით თხელ ნაჭრებად და ისევ შდგით ღუმელში 5 – 10 წუთი, სანამ არ შეწითლდება.


ცეხვილი ფქვილით მომზადებული ოლადები 

ოლადები ცეხვილი ფქვილით ძალიან გემრიელი და ფუმფულაა. ოლადების მიტანა მაგიდაზე შეგიძლიათ თაფლთან, კენკრის კომფიუტერთან ან  არაჟანთან ერთად.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • კეფირი – 500 გრამი
  • ცეხვილი ფქვილი – 200 გრამი
  • უმაღლესი ხარისხის ფქვილი – 200 გრამი
  • საჭმელი სოდა – 1 ჩაის კოვზი
  • კვერცხი – 1 ცალი
  • შაქარი – 3 – 4 კოვზი
  • მარილი – 0,5 ცაის კოვზი
  • მცენარეული ზეთი ოლადების შესაწვავად

მომზადება:

ჯამში ჩაასხით კეფირი, დაამატეთ სოდა და აურიეთ. ათქვიფეთ კვერცხი და ჩაასხით კეფირში. შვუშეურიეთ რიოთ ყველა მშრალი ინგრედიენტი და დაამატეთ კეფირში.

მომზადებული მასა დაახლოებით სქელი არაჟის სისქის უნდა იყოს. ჯამს გადააფარეთ ხელსახოცი და გააჩერეთ 20 წუთი. გააცხელეთ ტაფა და შეწვით ოლადები.


ხაჭოს ნამცხვარი

ინგრედიენტები:

  • რბილი ხაჭო – 200 გრამი
  • ცეხვილი ფქვილი – 200 – 250 გრამი
  • გამაფხვიერებელი – 1 ჩაის კოვზი
  • მარგარინი – 120 გრამი
  • შაქარი – 100 გრამი
  • ყავისფერი შაქარი – 50 გრამი
  • კარიცა – 1 მწიკვი
  • მარილი

მომზადება:

დარბილებული კარაქი შაზილეთ შაქარში, დაამატეთ ხაჭო და კარგად აურიეთ. ფქვილში ჩაყარეთ კარიცა, მარილი და გამაფხვიერებელი და აურიეთ. კარაქიან – ხაჭოიან მასას ცოტ-ცოტა დაამატეთ ფქვილის მასა რბილ კონსისტეციამდე.

გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. მაგიდაზე მოაყარეთ ფქვილი და გააბრტყელეტ ცომი. დავდაჭერით ცომი ფორმებად და დააწყვეთ პერგამენტიან ტაფაზე. მოაყარეთ ყავისფერი შაქარი და გამოაცხვეთ.


პრიანიკი

სახლში მომზადებული პრიანიკები გაცილებით გემირიელია, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი. პრიანიკის ცომს შეიძლება დავუმატოთ ნიგოზი ან შოკოლადის ნატეხები.

ინგრედიენტები:

  • ცეხვილი ფქვილი – 150 გრამი
  • ჭვავის ფქვილი – 150 გრამი
  • კარაქი – 50 გრამი
  • თაფლი – 0,5 ჭიქა
  • კვერცხი – 1 ცალი
  • სოდა – 1 ჩაის კოვზი
  • კარიცის, მიხაკის, მუსკატის კაკლისა და კარდამონის ნარევი – 1 ჩაის კოვზი

მომზადება:

ფქვილი და სანელებლების ნარევი ერთმანეთში შეურიეთ. ჩაასხით თაფლი პატარა ჭურჭელში, დაამატეთ კარაქი და დადგით ცეცხლზე. გააცხელეტ თაფლისა და კარაქის სრულ გადნობამდე (არ აადუღოთ).

გადმოდგით და ჩაყარეთ ფქვილის მასის ნახევარი და სწრაფად აურიეთ. გააჩერეთ სრულ გაგრილებამდე. გაცივებულ მასაში ათქვიფეთ კვერცხი და აურიეთ, დაამატეთ სოდა და დანარჩენი ფქვილი და მოზილეთ რბილი ცომი. გადააფარეთ ზევიდან და გააჩერეთ 15 – 20 წუთი.

გააცხელეტ ღუმელი 180 გრადუსამდე. გააბრტყელეთ ცომი, გამოჭეროთ მრგვალი ფორმები და გამოაცხვეთ 10 წუთი.

მზა პრიანიკები გააგრილეთ, ზევიდან მოასხით გლაზური, ან გამდნარი შოკოლადი.

გადასვლა >> კულინარია