პური გამოძახებით

პური გამოძახებითპური გამოძახებით. პური – არა მხოლოდ უძველესი პროდუქტია, არამედ მეტისმეტად პოპულარული. აგრეთვე, მის მიმართ სპეციფიკური დამოკიდებულება, როგორც სიმსუქნისა და ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემების გამომწვევი მიზეზისადმი განვითარდა არც ისე დიდი ხნის წინ, მანამდე ის ბევრ ქვეყანაში წარმოადგენდა რაციონის საფუძველს ყველა მაცხოვრებლისთვის გამონაკლისის გარეშე – მდიდრებისთვისაც და ღარიბებისთვისაც.

რა თქმა უნდა, ამდენხნიანი ისტორიის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას გაჩნდა პურის მრავალრიცხოვანი ნაციონალური სახეობები, რომლებიც ერთმანეთისგან ძლიერ განსხვავდებიან არა მხოლოდ შესახედაობით ან გემოთი, ასევე მათი ორგანიზმზე ზემოქმედებით.

მსოფლიოში არსებული პურის ყველა სახეობის ჩამოთვლა ერთ სტატიაში შეუძლებელია: ძალიან ბევრია. თუმცა, ქვემოთ მოყვანილია პურის კლასიფიკაცია, რომელშიც წარმოდგენილია ძირითადი სახეობები

  1. ჩვეულებრივი თეთრი პური – გამომცხვარი ხორბლის ფქვილისგან ნებისმიერი სანელებლის დამატების გარეშე
  2. ჭვავის ან შავი პური – რომელიც ითვლება უფრო სასარგებლო სორტად, ვიდრე თეთრი, ნაკლები კალორიულობის გამო
  3. მსხვილმარცვლოვანი პური – რომელიც სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება მასში შემავალი ვიტამინებისა და უჯრედისის წყალობით
  4. სიმინდის – საკმაოდ იშვიათი სორტია და ჩვეულებრივ მზადდება დელიკატესის სახით
  5. კარტოფილის – საკმარისად დიდი იშვიათობაა. მიუხედავად ამისა, პურის საცხობი აპარატის გავრცელებასთან ერთად მისი აქტიურად დამზადება დაიწყეს დიასახლისებმა.
  6. უსაფუარო – რომელიც უფრო წარმოადგენს არა ერთ სორტს, არამედ მთელ ნაკრებს. უსაფუარო პურების სხვადასხვა სახეობებში საფუარის ნაცვლად ამატებენ სპეციალურ „ზაკვასკებს“
  7. Сдоба – პროფესიონალი კვების მუშაკები ამ ტერმინის ქვეშ ჩვეულებრივ გულისხმობენ სხვადასხვა დანამატებს, რომლებიც ზრდიან ცომის ხარისხს და გემოვნებით მახასიათებლებს.
    სალაპარაკო ტერმინოლოგიაში ეს სიტყვა გულისხმობს ტკბილ, ფქვილის საკონდიტრო ნაწარმს – ფუნთუშებს, ფუნჩულებს, თაფლაკვერებს, ღვეზელებს და ა.შ
  8. სლავური კარავაი – გამოირჩევა ტკბილი გემოთი, ნოყიერებითა და ეკუთვნის განსაკუთრებულ დღესასწაულებს
  9. ლავაში – ბრტყელი სომხური პურია, რომელიც არ უნდა აგერიოთ შოთში
  10. შოთი – ქართული პურია, რომელიც ცხვება საფუარის გამოყენებით და აქვს სპეციალური ფორმა
  11. მაცა – ფართოდ გავრცელებული ებრაული პურია, რომელიც დღეს გამოიყენება რიტუალების დროს, ვიდრე კვების პროდუქტის სახით
  12. მატნაკაში – ლავაშის მსგავსია, თუმცა მზადდება საფუარის გამოყენებით
  13. პიცა – დიახ, ესეც პურია; უფრო მეტიც, მისი ცომის შემადგენლობა ისევე სპეციფიკურია, როგორც პურის სხვა სახეების
  14. ჩიაბატა – პურის სახეობაა, რომელიც ცნობილია თავისი ზედმეტი ფორიანობით და ხრაშუნა ქერქით
  15. ტორტილია ანუ მექსიკური პური – ლავაშის მსგავსია, განსხვავდება იმით, რომ ხშირად მზადდება სიმინდის ფქვილისგან
  16. ჩაპატი – ინდური პურია, ფართოდაა გავრცელებული სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და პოპულარული გახდა იმით, რომ წარმოადგენს ფქვილის მთავარ პროდუქტს ვედურ კულინარიაში
  17. ნაანი – პურის კიდევ ერთი სორტი ინდოეთში, რომელიც ჰგავს ქართულ შოთს, განსხვავდება იმით, რომ მისი მომზადებისას იყენებენ მრავალ სანელებელსა და დანამატებს
  18. ბეიგლი (ჩვენებურად ბლითები) – შეიძლება იყოს სხვადასხვა ზომისა და გემოსი. გავრცელებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და ყველგან აქვს მომზადების საკუთარი სპეციფიკა
  19. ფოლარი – კარავაის ფრანგული ანალოგი, გამოირჩევა რეცეპტების ნაირფეროვნებით და აუცილებელი მოხარშული კვერცხით ნაჭუჭში, რომელიც უნდა იყოს ამ პურში
  20. პიტა – ფართოდაა გავრცელებული ხმელთაშუაზღვისპირეთსა და არაბულ ქვეყნებში და ხშირად გამოიყენება მასში სხვადასხვა გულსართის დასამატებლად
  21. ბრეცელი – განსაკუთრებული სადღესასწაულო კექსი, ფართოდაა გავრცელებული გერმანიასა და ლუქსემბურგში, განსხვავდება მომზადების სპეციფიკითა და განსაკუთრებული გემოთი

რა თქმა უნდა, პურის ყველა ჩამოთვლილი ნაციონალური სახეობა ცალკეულ ადგილებში შეიძლება თავისებურად მზადდებოდეს, ჰქონდეს განსხვავებული გემო და არომატი.

მიუხედავად ამისა, ყოველთვის შეიძლება ლავაშისა და კარავაის ერთმანეთისგან განსხვავება და ამიტომ პურის ასეთი კლასიფიკაცია საკმაოდ გავრცელებულია.

ჩვენ კი უფრო ახლოს უნდა გავიცნოთ თითოეული სორტი, დავაგემოვნოთ და ავირჩიოთ ყველაზე მოსაწონი.

გადასვლა >> კულინარია