ცეხვილი ტორტი

ცეხვილი ტორტიცეხვილი ტორტი – საჭირო ინგრედიენტები 

  • ცეხვილი ფქვილი – 180 გრამი
  • კვერცხი 6 ცალი საშუალო ზომის
  • შაქარი – 130 გრამი
  • ვანილი – 0,5 პაკეტი
  • ლიმონის წვენი – 1 ჩაის კოვზი

ცეხვილი ტორტი – მომზადების მიმდინარეობა

თავდაპირველად ცეხვილი ტორტის ბისკვიტის მოსამზადებელ ჭურჭელს კედლებზე და ძირზე წავუსვათ ლიმონის წვენი (0, 5 ჩაის კოვზი).

ჩავრთოთ ღუმელი და გავაცხელოთ 180 გრადუსამდე.

ჭურჭელში, რომელიც დავამუშავეთ ლიმონის წვენით, ავთქვიფოთ 6 ცალი საშუალო ზომის გაცივებული კვერცხი, დავამატოთ შაქარი და კიდევ 0,5 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი.

ვთქვიფოთ მიქსერით, თეთრი ფერის ქაფისებური მასის მიღებამდე.

გადავიყვანოთ მიქსერი დაბალ სიჩქარეზე და  დავამატოთ თითო სუფრის კოვზობით ცეხვილი ფქვილი (წინასწარ უნდა იყოს გაცრილი).

ტორტის გამოსაცხობ ფორმში ჩავაფინოით პერგამენტი და აკურატულად ჩავასხათ ცომი და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 40 წუთის განმავლობაში.

გახსოვდეთ, რომ ღუმელის კარი არ უნდა გააღოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ბისკვიტი ჩავარდება.

40 წუთის შემდეგ შეავმოწმოთ ხის ჩხირით ბისკვიტი – მშრალია თუ არა.

ამის შემდეგ გადმოვატრიალოთ და მოვათავსოთ ცხაურზე და ასე გავაგრილოთ.

ბისკვიტი ფორმიდან ამოვიღოთ მხოლოდ გაგრილების შემდეგ და მოვაცილოთ პერგამენტი.

შეიძლება გავჭრათ 2 ან 3 ნაწილად. ბისკვიტი ძალიან მშრალი რომ არ გამოვიდეს, დავნამოთ თაფლიანი წყლით და წავუსვათ მოხარშული შესქელებული რძე.

ტორტს ზევიდან მოვაყაროთ გახეხილი  შოკოლადი და გავაჩეროთ გრილ ადგილზე მთელი ღამით. დილისთვის ბისკვიტი უკვე საკმარისად იქნება გაჟღენთილი და შეგიძლიათ ისიამოვნოთ უგემრიელესი ცეხვილი ტორტით.

გემრიელად მიირთვით!

გადასვლა >> კულინარია