Category Archives: კულინარია

ბერძნული სალათი

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

ინგრედიენტები:

პომიდორი – 3 ცალი;
კიტრი – 1 ცალი;
ხახვი – 1 თავი;
მწვანე ბულგარული წიწაკა – 1 ცალი;
ზეთის ხილი – 3 სუფრის კოვზი;
სალათის ფურცლები;
ყველი – 100-150 გრამი.

შესაზავებლად: ზეითუნის ან მცენარეული ზთი – 2 სუფრის კოვზი, ძმარი – 2 სუფრის კოვზი (ძმარი შეიძლება შევცვალოთ ლიმონის წვენითაც), მარილი, მწვანე წიწაკა.

Read More

სალათი “ცისარტყელა“

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

ინგრედიენტები:

სტაფილო – 1 ცალი;
ჭარხალი – 1 ცალი;
ნიახურის ძირები – 3-4 ცალი.

სოუსისათვის: ძმარი – 1-2 სუფრის კოვზი, მდოგვი – 0,5–1 სუფრის კოვზი, ზეითუნის ან სხვა მცენარეული ზეთი – 2-3 სუფრის კოვზი, ხახვი – 0,5-1 თავი, უკურკო ზეთის ხილი – 5- ცალი, ნიორი – 1 კბილი, მწვანილი – ოხრახუში.

Read More

სალათი: ბროწეულის სამაჯური

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

ინგრედიენტები:

ჭარხალი – 2 ცალი;
ხახვი – 1 თავი;
კარტოფილი – 2 ცალი;
სტაფილო – 2 ცალი;
მოხარშული ქათმის ხორცი – 200 გრამი;
კვერცხი – 2 ცალი;
ბროწეული – 1-2 ცალი;
ნიგოზი;
ნიორი – 1-2 კბილი;
მაიონეზი;
მარილი, წიწაკა.

Read More

კარტოფილისა და ჩაშუშული ქათმის ხორცის სალათი

ინგრედიენტები: ქათმის ხორცი (ნებისმიერი ნაწილი) – 400 გრამი; კარტოფილი 6-8 ცალი; ხახვი – 1-2 თავი; სტაფილო 1-2 ცალი; მარილი, წიწაკა, მაიონეზი – 2-3 სუფრის კოვზი, ნაღების კარაქი – 30 გრამი, მწვანილი. მომზადება: კარტოფილი გავფცქვნათ და დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად, ქათმის ხორცი გავყოთ 3-4 ნაწილად, ხახვი დავჭრათ წვრილად, სტაფილო გავხეხოთ მსხვილ სახეხზე. ხახვი მოვშუშო სტაფილოსთან ერთად და

Read More

მწვანე ხახვისა და კვერცხის სალათი

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე ინგრედიენტები: მწვანე ხახვი – 1 კონა; სალათის ფურცლები – 1 კონა; კვერცხი – 3-4 ცალი; მარილი; არაჟანი ან მაიონეზი. მომზადება: მწვანე ხახვი დავჭრათ, სალათის ფურცლები დავჭრათ (არც ძალიან წვრილად), კვერცხი მოვხარშოთ და დავჭრათ კუბიკებად. სასალათეში ავურიოთ ხახვი, სალათის ფურცლები, კვერცხი, დავამატოთ მარილი და შევაზავოთ მაიონეზით.

კომბოსტო ნიგვზით

კომბოსტო სათითაო ფოთლებად დავარჩიოთ, ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ მდუღარე წყალი, დავახუროთ ქვაბს სახურავი და მოვხარშოთ. მერე ამოვიღოთ, გავაცივოთ და ხელით გავწუროთ. ნიგოზი, ნიორი, ყვითელი ყვავილი (ზაფრანა), მარილი კარგად დავნაყოთ, ნიგვზიდან გამოვადინოთ ზეთი და ცალკე შევინახოთ. დანაყილი ნიგოზი გავხსნათ ძმარში, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ქინძი, ოხრახუში, კამა, ომბალო, ავიღოთ კომბოსტოს ფურცლები სათითაოდ, თითოეულში გავახვიოთ მომზადებული ნიგვზის სატენი (პატარ-პატარა

Read More

წითელი პამიდორი ნიგვზით

ახალი, საღი პამიდვრები გავრეცხოთ ცივ წყალში, დავჭრათ თითოეული (ნივრის კბილების მსგავსად) ექვს ან რვა ნაწილად და მოვათავსოთ შესაფერის ღრმა ჭურჭელში. წმინდად დავნაყოთ ნიგოზი, წიწაკა, ნიორი, ყვითელი ყვავილი (ზაფრანა), სუნელი. გავხსნათ ცოტა ძმარში, დავამატოთ მარილი გემოვნებით და წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, ოხრახუში, ქინძი, კამა. აღნიშნული მასალა დავასხათ დაჭრილ პამიდორს და ნელა ავურიოთ. სუფრაზე მიტანისას მოვაყაროთ წვრილად

Read More

მწვანე პამიდორი ნიგვზით

სიმწიფეში შესული, საღი მწვანე პამიდვრები გავრეცხოთ კარგად და დავჭრათ სიგანეზე, რგოლებად. ჩავყაროთ მდუღარე წყალში და გავთუთქოთ (2-5 წუთი ვადუღოთ). ამოვალაგოთ წყლიდან და კარგად გავწუროთ (საწურზე), ისე, რომ წყალი არ შეჰყვეს. დავალაგოთ ლამაზად ლანგარზე და ზევიდან გადავასხათ ნიგვზის საწებელი, რომელიც ასე მზადდება: წმინდად დავნაყოთ ნიგოზი, ნიორი, ყვითელი ყვავილი, სუნელი, ომბალო, მარილი. გავხსნათ ცოტა ძმარში, დავამატოთ წმინდად

Read More