მწვანე ხახვისა და კვერცხის სალათი

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

ინგრედიენტები:

მწვანე ხახვი – 1 კონა;
სალათის ფურცლები – 1 კონა;
კვერცხი – 3-4 ცალი;
მარილი;
არაჟანი ან მაიონეზი.

მომზადება: მწვანე ხახვი დავჭრათ, სალათის ფურცლები დავჭრათ (არც ძალიან წვრილად), კვერცხი მოვხარშოთ და დავჭრათ კუბიკებად. სასალათეში ავურიოთ ხახვი, სალათის ფურცლები, კვერცხი, დავამატოთ მარილი და შევაზავოთ მაიონეზით.