სალათი: ბროწეულის სამაჯური

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

ინგრედიენტები:

ჭარხალი – 2 ცალი;
ხახვი – 1 თავი;
კარტოფილი – 2 ცალი;
სტაფილო – 2 ცალი;
მოხარშული ქათმის ხორცი – 200 გრამი;
კვერცხი – 2 ცალი;
ბროწეული – 1-2 ცალი;
ნიგოზი;
ნიორი – 1-2 კბილი;
მაიონეზი;
მარილი, წიწაკა.

მომზადება: ჭარხალი, სტაფილო, კარტოფილი და კვერცხი მოვხარშოთ. მოხარშული ბოსტნეული და კვერცხი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე სხვადასხვა ჯამზე. მაიონეზს შევურიოთ დაჭყლეტილი ნიორი. მოხარშული ქათმის ხორცი დავჭრათ კუბიკებად. ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვშუშოთ მცენარეულ ზეთში. ავიღოთ თეფში (ან სინი), რაზეც ვაპირენბთ, რომ გავაკეთოთ სალათი და შუაგულში დავდგათ ჭიქა, მის გარშემო უნდა შემოვაწყოთ დაჭრილი მასალა, რათა სალათმა მიიღოს სამაჯურის ფორმა. სალათის ფენებს, სურვილისამებრ, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა.

1 ფენა: კარტოფილი + ცოტა მარილი+ მწვანე წიწაკა+მაიონეზი;
2 ფენა: ჭარხლის ნახევარი+ცოტა მარილი+მაიონეზი;
3 ფენა: სტაფილო+ცოტა მარილი+მაიონეზი;
4 ფენა: დჭრილი ნიგოზი;
5 ფენა: ქათმის ნახევარი+მაიონეზი;
6 ფენა: მოშუშული ხახვი;
7 ფენა: კვერცხი+მაიონეზი
8 ფენა: ქათმის მეორე ნახევარი+მაიონეზი;
9 ფენა: ჭარხლის მეორე ნახევარი+ცოტა მარილი+მაიონეზი;

ამოვიღოთ ჭიქა და ზემოდან კარგად წავუსვათ მაიონეზი. ზედაპირი დავფაროთ ბროწეულის მარცვლებით. სალათი გავაჩეროთ 12 საათი. გემრიელად მიირთვით.

 

Share on Facebook
Facebook
Share this...