ქართული რესტორნები
საიტის ამ განყოფილებაში თავს ვუყრით ინფორმაციას ქართული რესტორნების, მათი კერძებისა და ღვინოების შესახებ. ინფორმაცია მზადდება შესაბამისი ქვეყნის ინგლისურ და ქართულ ენებზე. თუკი გაქვთ რესტორანი შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ინფორმაციები.

საიტის ამ განყოფილებაში თავს ვუყრით ინფორმაციას ქართული რესტორნების, მათი კერძებისა და ღვინოების შესახებ. ინფორმაცია მზადდება შესაბამისი ქვეყნის ინგლისურ და ქართულ ენებზე. თუკი გაქვთ რესტორანი შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ინფორმაციები.

პოპულარული ქართული საჭმელები განხილულია ქართულ ღვინოებთან, ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელებთან მიმართებაში, რათა რესტორნებსა თუ მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია - რომელ საჭმელს რომელი სასმელი უხდება.

საიტის ეს ნაწილი, ფაქტიურად უცხოეთში და საქართველოში არსებული რესტორნებისათვის შეთავაზებების (განცხადებების) დაფაა. გარკვეული კონტროლის შემდეგ, ნებისმიერ ქართველ მეწარმეს შეუძლია აქ განცხადების გამოქვეყნება
ბატკნის ხორცი ნაჭრებად დავჭრათ და გავრეცხოთ. ქვაბში ჩავასხათ წყალი, ავადუღოთ, ჩავყაროთ მარილი, დაჭრილი ბატკნის ხორცი და დავდგათ ცეცხლზე მოსახარშად. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი. როცა ხორცი მოიხარშება, ქაფქირით ამოვიღოთ და სუფრაზე ისე მივიტანოთ. ბატკნის ხორცი შეიძლება მოიხარშოს უმარილო წყალში და როცა ლანგარზე ამოვალაგებთ, მარილი ცხელ-ცხელს მოვაყაროთ. საჭირო მასალა: » ბატკნის ხორცი _ 1 კილო » მარილი
კარგად გავთქვიფოთ კვერცხები, დავამატოთ ერთი ჭიქა წყალი, უმაღლესი ხარისხის ფქვილი და მოვზილოთ მაგარი ცომი. ცომი გავყოთ ექვს ნაწილად (ერთი ნაწილი შედარებით დიდი უნდა იყოს). შევდოთ მაცივარში დაახლოებით ერთი საათი. ქურაზე დავდგათ ფართოპირიანი თასი, ჩავასხათ წყალი და ავადუღოთ, შევაზავოთ ცოტა მარილით. ცომის ერთი ნაწილი კარგად გავაბრტყელოთ თუნუქის ფურცლის ზომაზე (რაც შეიძლება სიფრიფანა უნდა იყოს), ჩავდოთ ადუღებულ
ცომის მოსამზადებლად საჭიროა ავიღოთ 2 ჩაის ჭიქა სითხე (რძე ან წყალი, ან რძიანი წყლით), გავათბოთ (დაახლოებით 30 გრადუსამდე), გავხსნათ შიგ საფუარი, დავამატოთ კვერცხი, ფქვილი და მოვზილოთ ცომი. სანამ ცომი ცარგად გაფუვდება, მოვამზადოთ ყველის გულსართი. ამისათვის ავიღოთ ახალი ყველი, დავჭყლიტოთ ხელით, ავურიოთ კვერცხი, შეიძლება ახალი ხაჭოც ავურიოთ. მოვჭრათ ცომი, დაახლოებით 200 გრამი, გავაბრტყელოთ 2-3 სანტიმეტრის სისქემდე,
მოვხარშოთ ღომი ჩვეულებრივი წესით; გადმოვიღოთ ცეცხლიდან, ჩავყაროთ შიგ თხელ ნაჭრებად დაჭრილი მსუქანი ჭყინტი ყველი ან ახლად ამოყვანილი სულგუნი. სუთით კარგად ავურიოთ, დავდგათ ისევ ცეცხლზე და ვურიოთ, სანამ ყველი კარგად არ ჩაიზილება ღომში. საჭირო მასალა: » ყველი _ 500 გრამი » სიმინდის ფქვილი _ 1 კილო ….. წყარო: http://gigol.net/?cat=4
მოვზილოთ ცომი წყლით, გავაბრტყელოთ, ზედ ორი თითის სისქეზე მოვათავსოთ მომზადებული ლობოი და ჩვეულებრივი წესით გამოვაცხოთ კეცში ან ღუმელში. ლობიოს მომზადების წესი: მოვხარშოთ ლობიო, გავწუროთ თუშფალანგზე. მიღებული მასალა მოვათავსოთ სუფთა ქვაბში, დავუმატოთ ღორის შიგნეულის გამდნარი ქონი (500 გრამ ლობიოზე 2 სუფრის კოვზი), კარგად მოვშუშოთ, შევაზავოთ მარილით, შავი პილპილით, შევაგრილოთ და ისე გამოვიყენოთ. შეგიძლიათ ლობიო გაფცქვნათ. ამისათვის
ცხვრის ხორცი რბილი ნაჭერი, დუმა, ხახვი ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. შევაზავოთ მარილით, პილპილით, კოწახურით, გათქვეფილი კვერცხით და ხელით კარგად ავურიოთ. დავყოთ ნაწილებად, დავამრგვალოთ, წამოვაგოთ შამფურზე და შევწვათ ყოველი მხრიდან. როცა შეიწვება, ფრთხილად მოვაცილოთ შამფურიდან, სათითაოდ შევახვიოთ ლავაშში და დავალაგოთ თეფშზე. ცალკე მივიტანოთ დაჭრილი ხახვი და დანაყილი კოწახური. შეგვიძლია შემწვარი ლულაქაბაბი ლავაშში არ გავახვიოთ, დავაწყოთ თეფშზე,
ქაბაბის გამოძახება – თბილისში გავრცელებული სერვისია. ქაბაბს ხშირად იძახებენ ლანჩებზე , ოჯახში . გვხდება ფურშეტებზე ქაბაბის გამოძახება – საიდან ჯობია? ჩვენ ვთვლით, რომ შეგვიძლია მოგაწოდოთ საუკეთესოთა შორის საუკეთესო ქაბაბი. ქაბაბის წარმოშობა შემწვარი ხორცის უთვალავი ნაირსახეობაა გავრცელებული მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს საკვების ის უძველესი ტიპია, რომელიც ჯერ კიდევ იქიდან იღებს სათავეს, როცა ადამიანმა ცეცხლის გამოყენება ისწავლა.
მთიულური ხინკალი გამოძახებით და სხვა ყველა სახეობის 599 06 91 51 მთიულეთი საქართველოს ულამაზესი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა დუშეთის მუნიციპალიტეტის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილში. მოიცავს მდინარე თეთრი არაგვის (მთიულეთის არაგვის) ხეობას და მის გვერდით ხევებს – ამირთხევს, ხარხელთხევს, ჩოხელთხევს, ხადისხევს და სხვა. მისი უკიდურესი სამხრეთი საზღვარი იყო მთიულთკარი, ჩრდილოეთით – თრუსოს ხევი და საკუთრივ ხევი, აღმოსავლეთით – გუდამაყარი, დასავლეთით
ჯამში მოათავსეთ ფქვილი, მარილი, ორი სუფრის კოვზი ზეთი ან ერბო, აურიეთ და გახსენით 0,5 ჩაის ჭიქა თბილი წყლით ისე, რომ არ იყოს პატარა გროვები. ცომიან ჯამს სუფთა ტილო დააფარეთ და ასე გააჩერეთ ცოტა ხანს. თევზი (ფხა გამოცლილი) 1 სანტიმეტრის სისქის და 5-7 სანტიმეტრის სიგრძის ნაჭრებად დაჭერით, მოაყარეთ მარილი, პილპილი და წვრილად დაჭრილი ოხრახუში. მერე დააწურეთ
კარგად გასუფთავებული კიბორჩხალები მოვხარშოთ მარილწყალში; შემდეგ დავაწყოთ საცერზე; როცა წყალი ჩამოიწურება, კიბორჩხალებს მოვაცილოთ კისერი, ფეხები, ხორცი და დავნაყოთ. ავურიოთ დანაყილი ნიგოზი და ქინძი; მოვაყაროთ დანაყილი დარიჩინი ან მუსკატის კაკალი, მარილი; კარგად ავურუიოთ და ამ სატენით ამოვავსოთ კიბორჩხალის წითელი ქალა. სუფრაზე მიტანისას კიბორჩხალები დავაწყოთ მწვანილით მორთულ ლანგარზე. ცალკე ჭურჭლით მივიტანოთ ტყემლის საწებელი. საჭირო მასალა: » კიბორჩხალა