მთიულური ხინკალი გამოძახებით

მთიულური ხინკალი გამოძახებით და სხვა ყველა სახეობის 599 06 91 51

ხინკალი გამოძახებით 599 06 91 51 , ხინკლის შეკვეთა, ხინკალი, ხინკლის გამოძახება ხინკალი გამოძახებით,ხინკლის გამოძახება გლდანი და სხვა ! ,ხინკლის შეკვეთა,კახური ხინკალი გამოძახებით,ქალაქური ხინკალი გამოძახებით,მთიულური ხინკალი გამოძახებით ბატის ხინკალი გამოძახებით,სოკოს ხინკალი გამოძახებით,კარტოფილის ხინკალი გამოძახებით, მოხევური ხინკალი გამოძახებით,ყველის ხინკალი გამოძახებით,ხაჭოს ხინკალი გამოძახებით, ჭინჭრის ხინკალი გამოძახებით,საბავშვო ხინკალი,ხინკლის გამოძახება დიეტის დროს ,ხინკალი ციმციმ მორთმეული,ხინკლის მოტანა 599 06 91 51,ხინკალი მოტანით 599 06 91 51,ხინკლის მიტანა 599 06 91 51,

მთიულური ხინკალი გამოძახებითმთიულეთი საქართველოს ულამაზესი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა  დუშეთის მუნიციპალიტეტის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილში. მოიცავს მდინარე თეთრი არაგვის (მთიულეთის არაგვის) ხეობას და მის გვერდით ხევებს – ამირთხევს, ხარხელთხევს, ჩოხელთხევს, ხადისხევს და სხვა. მისი უკიდურესი სამხრეთი საზღვარი იყო მთიულთკარი, ჩრდილოეთით – თრუსოს ხევი და საკუთრივ ხევი, აღმოსავლეთით – გუდამაყარი, დასავლეთით – ლომისის ქედი.

მთიულური ხინკალი

მთიულური ხინკალი გამოძახებითინგრედიენტები ცომისა და გულსართისთვის:

  • ფქვილი – 500 გრ
  • ღორის ხორცი – 300 გრ
  • საქონლის ხორცი – 200 გრ
  • ხახვი – 3 თავი
  • დაფქული წითელი წიწაკა’ – 1/2 ჩკ
  • მარილი – გემოვნებით
  • ძირა – 1/2 ჩკ

მომზადების წესები

მთიულური ხინკალი – გულსართის მომზადება:

მთიულური ხინკალი ღორისა და საქონლის შერეული ფარშისაგან მზადდება. ღორის და საქონლის ხორცი  და  გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში  ხახვთან  ერთად.  გატარებულ მასას დაუმატეთ  მარილი, ძირა,  იმდენი  წყალი,  რამდენსაც  შეიწოვს  და  მსხვილად დაფქვილი  წითელი  წიწაკა,  ინგრედიენტების შერევის შემდეგ მოზილეთ.

მთიულური ხინკალი – ცომის მომზადება:

გორაკად მოგროვილი ფქვილი  შუა  ადგილზე  ჩააღრმავეთ  და მარილიანი  წყალი ჩაასხით, მოზილეთ ისე, რომ გამოვიდეს მაგარი ცომი.დაახლოებით  20  წუთი დადეთ  ცომი.  შემდეგ გააბრტყელეთ ამოჭერით  მრგვალ  ნაჭრებად (შესაძლებელია ჭიქის გამოყენება).

გამოჭრილი  ნაჭრები  გააბრტყელეთ  თხელ  ფენებად (ძალიან თხელი არ გამოდგება, გასკდება),  საკმარისია ერთი  სუფრის  კოვზი  ფარში, ნაკეცების გაკეთების შემდეგ  მოუგრიხეთ  თავი  და  დატკეპნეთ ნაოჭები ფრთხილად.

მოხარშვის პროცესი:  ადუღებულ  მარილიან  წყალში ჩაყარეთ გამზადებული ხინკლები და  მოხარშეთ.  იმისათვის, რომ არ მიეკრას ქვაბის ძირს სასურველია დროდადრო მოვურიოთ, როცა წყლის ზედაპირზე ამოტივტივდება უკვე მზად  არის.


მთიულური ხინკალი –  კიდევ ერთი რეცეპტი:

ღორის, ან ცხვრის ხორცის რბილი ნაჭერი დავჭრათ და ხახვთან ერთად ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ. ავურიოთ შიგ დანაყილი პილპილი, მარილი, ოხრახუში, ქინძი, ქონდარი, იმდენი თბილი წყალი, რამდენსაც შეიწოვს ხორცი (დაახლოებით ერთი ჩაის ჭიქა). მოვზილოთ მაგარი ცომი ოდნავ მარილიანი ნახევარი ლიტრი წყლითა და კვერცხით. კარგად გავაბრტყელოთ, გამოვჭრათ სპეციალური ხის საჭრისით (ან ჭიქის საშვალებით) და კიდევ გავაბრტყელოთ. თითოეულ ცომზე მოვათავსოთ ერთი სუფრის კოვზი მომზადებული ხორცი, ნაპირები შემოვუკეცოთ, მოვგრიხოთ და კუჭი დავტკეპნოთ ისე, რომ მოხარშვის დროს არ გაიხსნას. ასე მომზადებული ხინკლები ჩავყაროთ მარილიან მდუღარე წყალში და ვხარშოთ; ქვაბი ხანგამოშვებით ვატრიალოთ, რომ ხინკალი ძირზე არ მიეკრას. როცა ყველა ხინკალი წყალსზევით ამოტივტივდება, კიდევ ხუთი წუთი ვადუღოთ და ამოვალაგოთ ქაფქირით.

სუფრაზე ხინკალთან ერთად მივიტანოთ დანაყილი პილპილი.

საჭირო მასალა:
  • » ცხვრის ან ღორის ხორცი _ 1 კილო
  • » ხახვი _ 5 თავი
  • » კვერცხი _ 1 ცალი
  • » მწვანილი _ გემოვნებით
  • » მარილი _ გემოვნებით
  • » პილპილი _ გემოვნებით

 

ხინკლის გვერდები ქართულ სოციალურ ქსელებში , საკმაოდ პოპულარული თემაა