ქაბაბის გამოძახება , ქაბაბი გამოძახებით , ქაბაბის შეკვეთა

ქაბაბის გამოძახება – თბილისში გავრცელებული სერვისია. ქაბაბს ხშირად იძახებენ ლანჩებზე , ოჯახში . გვხდება ფურშეტებზე

ქაბაბის გამოძახება – საიდან ჯობია?

ჩვენ ვთვლით, რომ შეგვიძლია მოგაწოდოთ საუკეთესოთა შორის საუკეთესო ქაბაბი.

ქაბაბის გამოძახება

ქაბაბის წარმოშობა 

შემწვარი ხორცის უთვალავი ნაირსახეობაა გავრცელებული მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს საკვების ის უძველესი ტიპია, რომელიც ჯერ კიდევ იქიდან იღებს სათავეს, როცა ადამიანმა ცეცხლის გამოყენება ისწავლა. თუმცა სპეციფიური მომზადების წესების მქონე, დაკეპილი ხორცის ქაბაბს წარმოშობის საკუთარი ისტორია აქვს. ქაბაბის წარმოშობას ძირითადად არაბულ ან თურქულ კულტურას მიაწერენ, თუმცა მსოფლიო ასპარეზზე მის სამშობლოდ მთლიანად კავკასიის რეგიონი მოიაზრება. საქართველოში უკვე ძალიან დიდი ხანია რაც ეს კერძი მზადდება და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს. უფრო მეტიც, იგი არასდროს ტოვებს გულგრილს იმ ადამიანებს, რომლებიც პირველად სინჯავენ ქაბაბს. ქართველები მას სხვა კულტურებისგან ერთობ განსხვავებული სანელებლებით აზავებენ და განსაკუთრებულ არომატს ანიჭებენ. განსაკუთრებულ არომატში მონაწილეობს ქაბაბის მომზადების წესიც – ტრადიციისამებრ, საუკეთესო ქაბაბი შამფურზე მზადდება. დღესდღეობით კი მას ზოგჯერ გრილზე, ზოგჯერ კი ოჯახებში ტაფაშიც წვავენ.

ქაბაბის სახეობები.

ქაბაბი გამოძახებითქაბაბს უამრავი სახეობა გააჩნია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მაგალითად ავღანეთში ქაბაბი ძირითადად ცხვრის ხორცით მზადდება. ქართული ქაბაბისგან განსხვავებით, ავღანელები ხორცში ბრინჯს უმატებენ, ხოლო მისთვის სიმჟავის დასაბალანსებლად ყურძენს იყენებენ. ქაბაბს სომხეთშიც ამზადებენ, პოპულარულია მისი ბოსტნეულთან ერთად მისთმევა, რომელიც ქაბაბის მსგავსად შამფურზე მზადდება – თუმცა არა იგივე შამფურზე. აზერბაიჯანელები ქაბაბს ხშირად ლავაშის თანხლებით მიირთმევენ, მის მომზადებამდე კი ხორცს ნიორთან და ქონდართან ერთად ამარინადებენ. ბულგარული ქაბაბი ყველასგან განსხვავებულია, რადგან იგი ორთქლზე მზადდება, თანაც ხშირ შემთხვევაში ბოსტნეულთან ერთად. ჩინური ქაბაბი ყველაზე მრავალეროვანია, რადგან როგორც სხვადასხვა ტიპის ხორცის, ასევე ზღვის პროდუქტებისგანაც მზადდება, რაც შეეხება საბერძნეთს, აქ ქაბაბს ქუჩაშიც თავისუფლად შეიძენთ, სწრაფი კვების ობიექტებში, სენდვიჩის სახით. თურქულ ქაბაბს კი იმდენი სახეობა აქვს, მის ჩამოწერას ერთი მთლიანი სტატიაც არ ეყოფა.

რეცეპტი

რადგან უკვე არაერთი ქვეყნისთვის დამახასიათებელი ქაბაბის სახეობები განვიხილეთ, ჯერი ახლა ქართულ ქაბაბზეა. გადავწყვიტე გაგიზიაროთ უგემრიელესი, ტრადიციული ქართული ქაბაბის რეცეპტი და მომზადების წესი. ქართული ქაბაბი საოცრად არაომატული და გემოვნური თვისებებით დაბალანსებულია:

ინგრედიენტები:

საქონლის და ღორის რბილი ხორცი 1.5 კგ
ხახვი 1-2 თავი
ნივრის კბილი 2-3
ძირას თესლი 1 ჩ.კ
ქინძის მარცვლები 1/2 ჩ.კქაბაბის შეკვეთა
კოწახური. მშრალი 1 მუჭა
მარილი და პილპილი

მომზადების წესი:

ხორცი ცოტა ცხიმიანი უნდა შევარჩიოთ, თორემ ქაბაბი მშრალი გამოვა.  თუ საქონლის ხორცი უცხიმოა, ღორის ცხიმიანი ნაჭრებიც დავამატოთ.  ხორცი დავკეპოთ ან ხორცსაკეპში გავატაროთ ყველაზე მსხვილი ბადით. მთავარია, ფაფასავით ფარში არ გამოვიდეს. შევურიოთ წვრილად დაკეპილი ხახვი და ნიორი.
ძირას და ქინძის თესლები მშრალ ტაფაზე მოვხალოთ, რათა მთლიანად გაიხსნას მათი არომატი. ტაფა შევანჯღრიოთ რომ არ დაიწვას. მოხალული თესლი დავამატოთ ფარშში. შევაზავოთ მარილით და პილპილით, დავაყაროთ კოწახურიც და კარგად ავურიოთ.
ფარში მოვაგუნდავოთ და დავამუშავოთ შემდეგნაირად: ვიღებთ ამ გუნდას და მთელი ძალით ვახეთქებთ მაგიდაზე, ასე ვიმეორებთ რამდენჯერმე. შემდეგ ფარშს მაცივარში ვინახავთ 1.5-2 საათით.
ამასობაში გავამზადებთ მაყალს ან გრილს.  შემდეგ ვაკეთებთ ქაბაბს: სველი ხელებით ვაწებებთ ხორცს შამფურზე.  შეგვიძლია შამფურის გარეშეც გავაკეთოთ.

სასმელები

გამომდინარე იქიდან, რომ ქაბაბი ქართული, ტრადიციული სუფრის განუყოფელი ნაწილია, გასაკვირი არ არის რომ მას ყველაზე ხშირად ღვინის თანხლებით მიირთმევენ, თუმცა ადამიანების გარკვეულ ნაწილს ნამდვილ ქართულ ჭაჭასთან ერთად მირთმევა ურჩევნია.

ქაბაბი სულთნის საკადრისი

ქაბაბის მეორე რეცეპტი

ძროხის ან ცხვრის რბილი ხორცი ხახვთან ერთად გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში შევაზავოთ მარილით, ძალიან წვრილად დაჭრილი შინდის ჩურჩით ან კოწახურით, დანაყილი პილპილით, შევურიოთ გათქვეფილი კვერცხი. გავაკეთოთ დაკეპილი ხორცის პატარ-პატარა გუფთები, მივცეთ მოგრძო ფორმა, ამოვალაგოთ ორცხობილაში და შევწვათ ერბოიან ტაფაზე ორივე მხრიდან. როცა შეიწვება, ცოტა წყალი დავასხათ და ვადუღოთ რამოდენიმე წუთს.
საჭირო მასალა:
» ხორცი _ 1 კილო
» ხახვი _ 4 თავი
» ერბო _ 3 სუფრის კოვზი
» შინდის ჩურჩა _ 0.5 ჩაის ჭიქა
» კვერცხი _ 2 ცალი
» დანაყილი ორცხობილა _ 3 სუფრის კოვზი
» მარილი _ გემოვნებით
» პილპილი _ გემოვნებით

ქაბაბი ხონთქარის საკადრისი

ლინკები

ჟურნალი “კვება”
კულინარული საიტი