ლობიანი

მოვზილოთ ცომი წყლით, გავაბრტყელოთ, ზედ ორი თითის სისქეზე მოვათავსოთ მომზადებული ლობოი და ჩვეულებრივი წესით გამოვაცხოთ კეცში ან ღუმელში.

ლობიოს მომზადების წესი:

მოვხარშოთ ლობიო, გავწუროთ თუშფალანგზე. მიღებული მასალა მოვათავსოთ სუფთა ქვაბში, დავუმატოთ ღორის შიგნეულის გამდნარი ქონი (500 გრამ ლობიოზე 2 სუფრის კოვზი), კარგად მოვშუშოთ, შევაზავოთ მარილით, შავი პილპილით, შევაგრილოთ და ისე გამოვიყენოთ.

შეგიძლიათ ლობიო გაფცქვნათ. ამისათვის ლობიო ჩვეულებრივად უნდა დავდგათ მოსახარშად. როგორც კი წამოდუღდება ჩავაყაროთ 1 სუფრის კოვზი (1 კგ. ლობიოზე) სოდა, მოვურიოთ და ვადუღოთ ათი წუთის განმავლობაში გავსინჯოთ ხელით; როცა კანი დაიწყებს გაცლას, გადმოვდგათ ცეცხლიდან და დავდგათ ცივი წყლის ქვეშ, თან ხელით ვსრისოთ, სანამ კანი მთლიანად არ გაეცლება. შემდეგ ჩვეულებრივად დავასხათ წყალი და მოვხარშოთ.

საჭირო მასალა:

» ცომი _ 400 გრამი

» ლობიო _ 200 გრამი

…..

წყარო: http://gigol.net/?cat=4