ქართული რესტორნები
საიტის ამ განყოფილებაში თავს ვუყრით ინფორმაციას ქართული რესტორნების, მათი კერძებისა და ღვინოების შესახებ. ინფორმაცია მზადდება შესაბამისი ქვეყნის ინგლისურ და ქართულ ენებზე. თუკი გაქვთ რესტორანი შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ინფორმაციები.
საიტის ამ განყოფილებაში თავს ვუყრით ინფორმაციას ქართული რესტორნების, მათი კერძებისა და ღვინოების შესახებ. ინფორმაცია მზადდება შესაბამისი ქვეყნის ინგლისურ და ქართულ ენებზე. თუკი გაქვთ რესტორანი შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ინფორმაციები.
პოპულარული ქართული საჭმელები განხილულია ქართულ ღვინოებთან, ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელებთან მიმართებაში, რათა რესტორნებსა თუ მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია - რომელ საჭმელს რომელი სასმელი უხდება.
საიტის ეს ნაწილი, ფაქტიურად უცხოეთში და საქართველოში არსებული რესტორნებისათვის შეთავაზებების (განცხადებების) დაფაა. გარკვეული კონტროლის შემდეგ, ნებისმიერ ქართველ მეწარმეს შეუძლია აქ განცხადების გამოქვეყნება
ლოქო გავასუფთავოთ, დავჭრათ ნაჭრებად, გავრეცხოთ, ჩავაწყოთ ქვაბში, დავასხათ იმდენი წყალი, რომ თევზი დაიფაროს. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი, ჩავყაროთ მარილი, დაფნის ფოთოლი, დაჭრილი ქინძი, დაჭრილი ტყემლის ტყლაპი, პილპილი და ვადუღოთ. როცა თევზი მოიხარშება და წვენი შესქელდება, ცეცხლიდან გადმოვდგათ. საჭირო მასალა: » ლოქო _ 1 კილო » დაფნა _ 3 ცალი » ქინძი _ 7 ძირი »
ცოცხალი თევზი გამოვშიგნოთ, მოვაშოროთ ლაყუჩები და გავრეცხოთ ცივ წყალში. შემდეგ დავჭრათ სამ-ოთხ ნაწილად, მომცრო თევზები დავტოვოთ მთელ-მთელი, მოვათავსოთ მარილითა და შაბით შეზავებულ მდუღარე წყალში და მოვხარშოთ. შემდეგ ამოვიღოთ წყლიდან, გავშალოთ, მოვასხუროთ ცივი წყალი. შეგრილებისას მოვათავსოთ ლანგარზე და მოვუწყოთ ოხრახუშის ფოთლები. საჭირო მასალა: » თევზი _ 1 კილო » შაბი _ 5 გრამი » ოხრახუში _
ლორი კარგია თუ მოიხარშება ჩაკიდებული წესით. ამისათვის ლორის კანჭების ძარღვებში გაიყრება თოკი, რომელიც მაგრდება ჯოხზე. ჯოხი მოთავსდება ქვაბში განივრად, ლორი ჩაიკიდება წყლიან ქვაბში და ისე მოიხარშება. თუ ლორი ძალიან მარილიანია, მაშინ ის ხარშვამდე რამდენიმე საათით ცივ წყალში უნდა დალბეს. საჭირო მასალა: » ლორი _ 1 კილო ….. წყარო: http://gigol.net/?cat=4
გასუფთავებული, გარეცხილი თევზი ნახევრად მოვხარშოთ და მერე შევწვათ. წმინდად დავნაყოთ ნიგოზი ნიორთან და ყვითელ ყვავილთან ზაფრანა ერთად და მოვხადოთ ზეთი. ცალკე დავნაყოთ ქინძის თესლი, წიწაკა, ქონდარი, ნედლი ოხრახუში, ცოტა მარილი და კარგად ავურიოთ დანაყილ ნიგოზში, გავხსნათ ძმარში და თევზის ბულიონის ზედაპირიდან მოხდილ სიმსუქნეში. ბულიონი ჩავასხათ სუფთა ქვაბში, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი,დავდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე,შემდეგ
გაწმენდილი, გარეცხილი თევზი დაჭერით ნაჭრებად, ჩაალაგეთ წყობისად ქვაბში. თითო რიგზე ჩააყოლეთ დაკეპილი ხახვი, დაასხით ზედ ზეთი, პამიდვრის პიურე და ძმარი. სუნელებისათვის შეიძლება დაფნის ფოთლისა და პილპილის მიმატება. ქვაბს დაახურეთ სახურავი და თევზი მოშუშეთ ნელ ცეცხლზე (1-1.5 საათი) მომზადებული თევზი მიიტანეთ მოხარშული კართოფილით, ცხელი ან ცივი სახით. საჭირო მასალა: » ნედლი თევზი _ 1 კილო »
ახლად დაწურული თეთრი ყურძნის ტკბილი წვენი ჩავასხათ ქვაბში, დავდგათ ცეცხლზე და ვადუღოთ, სანამ არ განახევრდება. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი; როცა ყურძნის წვენი ოდნავ შესქელდება, გავაცივოთ, ჩავასხათ ბოთლებში და ისე შევინახოთ. საჭირო მასალა: » ყურძნის წვენი _ 500 გრამი ….. წყარო: http://gigol.net/?cat=4
ახლად დაწურული თეთრი ყურძნის ტკბილი ჩავასხათ დიდ ქვაბში და ავადუღოთ. დუღილის დროს მოყენებული ქაფი მაშინვე მოვხადოთ და ვადუღოთ, სანამ ტკბილი არ შეწითლდება და არ განახევრდება (სანამ არ მობადაგდება). ბადაგი გადმოვდგათ ცეცხლიდან. მეორე დღეს გავწუროთ საცერში, დავდგათ ცეცხლზე და როცა შეთბება, გადმოვდგათ ცეცხლიდან, ნელ-ნელა ჩავყაროთ წმინდად გაცრილი პურის ფქვილი (ან სიმინდის), თან კოვზით განუწყვეტლივ ვურიოთ, რომ
ნიგოზის (სასურველია თეთრი და საღი) ლებნები მჭრელი დანით დავჭრათ, დავყაროთ ტაფაზე და ოდნავ მოვხალოთ, ისე რომ არ გაწითლდეს. გავაგრილოთ, დავყაროთ სინზე და დავბერტყოთ, თან სული შევუბეროთ, სანამ კანი მთლიანად არ გაეცლება. ღრმა, სქელძირიან ტაფაზე მოვათავსოთ 250 გრამი თაფლი და რომ არ გადმოვიდეს, რამოდენიმე წუთით გადმოვდგათ, შემდეგ ისევე შევდგათ ცეცხლზე. როცა თაფლი დაცხრება და მშვიდად დაიწყებს
ხორბლის ბურღული წინასწარ ჩავალბოთ ნელთბილ წყალში. წყალი გადავწუროთ, ბურღული მოვათავსოთ მშრალ ტაფაზე და ოდნავ მოვხალოთ. მოხალული მარცვლები ჩავყაროთ მდუღარე წყალში და ვხარშოთ დაახლოებით 2-2.5 საათი ისე, რომ ბურღული მთლიანად ჩაიშალოს. ნიგოზი კარგად დავნაყოთ, გამოვწუროთ ზეთი და ამ ზეთში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი. მოშუშული ხახვი და ნიგოზი შევურიოთ მოხარშულ კორკოტს. შევაზავოთ მარილით და სუფრაზე ისე მივიტანოთ.
თევზის ფილე გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, შეურიეთ გახეხილი კარტოფილი, კვერცხი და გამდნარი კარაქი. დაუმატეთ პილპილი და მარილი, მიღებული მასისგან გააკეთეთ კატლეტები. ამოავლეთ დაფშვნილ ორცხობილაში, დაბრაწეთ ზეთში და შედგით ღუმელში. კატლეტი შეგიძლიათ მიირთვათ ბოსტნეულის სალათასთან და არაჟანთან ერთად. ინგრედიენტები: _თევზის ფილე 300 გრ. _მოხარშული კარტოფილი – 2 ცალი, _კვერცხი -1 ცალი, _კარაქი – 2 ჩ.ჭ. _დაფშვნილი ორცხობილა