ფელამუში

ახლად დაწურული თეთრი ყურძნის ტკბილი ჩავასხათ დიდ ქვაბში და ავადუღოთ. დუღილის დროს მოყენებული ქაფი მაშინვე მოვხადოთ და ვადუღოთ, სანამ ტკბილი არ შეწითლდება და არ განახევრდება (სანამ არ მობადაგდება). ბადაგი გადმოვდგათ ცეცხლიდან. მეორე დღეს გავწუროთ საცერში, დავდგათ ცეცხლზე და როცა შეთბება, გადმოვდგათ ცეცხლიდან, ნელ-ნელა ჩავყაროთ წმინდად გაცრილი პურის ფქვილი (ან სიმინდის), თან კოვზით განუწყვეტლივ ვურიოთ, რომ არ დამოკლდეს. როცა ფქვილს სულ ჩავყრით და კარგად გავხსნით, შევდგათ ისევ ცეცხლზე, ნელ-ნელა ვადუღოთ და თან კოვზით განუწყვეტლივ ვურიოთ, რომ ძირზე არ მიიწვას. ცოტა რომ შესქელდება, კიდევ კარგად დავზილოთ; როცა მის ზედაპირზე გაჩნდება თეთრი ბუშტუკები, ფელამუში მზად იქნება.

ასეთი ფელამუშით შეიძლება გაკეთდეს ჩურჩხელა.

საჭირო მასალა:

» ყურძნის წვენი _ 1 ლიტრი

» ფქვილი _ 1.5 ჩაის ჭიქა

…..

წყარო: http://gigol.net/?cat=4