Category Archives: კულინარია

ნიგვზიანი კომბოსტოს რულეტი (2)

გარეცხილი კომბოსტო მდუღარე წყალში ჩადეთ და ნელ-ნელა მოაცილეთ ფურცლები (მაგრად არ მოხარშოთ). დააწყვეთ საწურზე და როცა გაცივდება, ფრთხილად, ისე, რომ არ დაზიანდეს, გაწურეთ. ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ ნიგოზი და ნიორი, დაამატეთ ზაფრანა, ქინძი, პილპილი, მარილი, ძმარი გემოვნებით და ხელით ზილეთ, სანამ ზეთი არ გამოუვა. ზეთი ცალკე ჭურჭელში შეინახეთ. ნიგოზს კი დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და გაათხელეთ

Read More

ნიგვზიანი სტაფილო (2)

გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ნიგოზი და ნიორი, დაუმატეთ წვრილად დაჭილი ხახვი, ქინძი, ზაფრანა, ბროწეული, ძმარი მარილი და წითელი პილპილი გემოვნებით. მოხარშულ და კანგაცლილ სტაფილოს გული ამოუღეთ და ნიგვზიანი ჩურჩით ამოავსეთ. დაჭერით რგოლებად, დააწყვეთ თეფშზე და მოასხით ნიგვზის ზეთი. მასალა: სტაფილო – 1 კგ. (მსხვილი) ნიგოზი – 250 გ. ქინძი – 1 კონა ნიორი – 2 კბილი

Read More

ჭარხალი ტყემლის წვენში (1)

მოხარშული ჭარხალი გაფცქვენით და ალყა-ალყა დაჭერით. პატარა ზომის მინანქრის ქვაბში ან თასში ჩაასხით 1-1,5 ჩაის ჭიქა ტყემლის საწებელი, შეურიეთ 2 სუფრის კოვზი გადადუღებული ცივი წყალი, დანაყილი ნიორი, წვრილად დაჭრილი ერთი კონა ქინძი, 2 სუფრის კოვზი ზეთი. აურიეთ კარგად და შიგ ჩაალაგეთ დაჭრილი ჭარხალი. ქვაბს დაახურეთ სახურავი და შედგით მაცივარში. იგი დიდხანს ინახება. მასალა: ჭარხალი –

Read More

კარტოფილის სოუსი

გაფცქვნილი კარტოფილი სიგრძეზე ოთხად დაჭერით. ღრმა ტაფაზე მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, შეურიეთ დაჭრილი კარტოფილი, დაფნის ფოთოლი და შეაზავეთ მარილით. 1-1,5 ჩაის ჭიქა წყალში გახსენით ტომატი, მოასხით კარტოფილს, ტაფას დაახურეთ სახურავი და ნელ ცეცხლზე გააჩერეთ გამზადებამდე. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და მაშინვე გადმოდგით ცეცხლიდან. მასალა: კარტოფილი – 1 კგ. ხახვი – 2 თავი ზეთი – 2-3

Read More

ჭარხალი ქინძმარში (1)

მოხარშული ჭარხლის ძირხვენა გაფცქვენით და ფიგურული დანით დაჭერით პატარა ნაჭრებად. მოასხით ქინძმარი და აურიეთ კარგად. ქინძმარს ასე მოამზადებთ: 2 კონა ქინძი, 2 კონა კამა და 3-4 კბილი ნიორი დანაყეთ, ან გაატარეთ ხორცსაკეპში, შეურიეთ 1 ჩაის ჭიქა წყალი, შეაზავეთ ძმრით, მარილით და წიწაკით. მასალა: ჭარხალი – 1 კგ. ქინძი – 2 კონა (საშუალო) კამა – 2

Read More

კარტოფილის ჩაქაფული

წვრილად დაჭერით მწვანე ხახვი, ახალი ნიორი ფოჩებიანად, მწვანე წიწაკა, ქინძი, ოხრახუში, კამა, ტარხუნა და ცოტაოდენი წიწმატი. კარტოფილი გათალეთ და გაჭერით ოთხად. საშუალო ზომის ქვაბში ჩაასხით ზეთი და ფენებად ჩაალაგეთ ჯერ კარტოფილი, შემდეგ წინასწარ დაჭრილი მწვანილეული, სასურველია თუ ამის საშუალება იქნება ერთ-ერთ ფენად მოხარშული მწვანე ლობიო ან ქამა სოკო გამოიყენოთ (შეიძლება დაკონსერვებული სახით). ამის შემდეგ დაასხით

Read More

წვნიანი ბარდით (1)

წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეთში, შეურიეთ ღერებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა (შეიძლება უამისოდაც), მსხვილ სახეხზე გახეხილი სტაფილო და ორად გაჭრილი კარტოფილი. ქვაბს დაახურეთ სახურავი და ნელ ცეცხლზე გააჩერეთ. როცა კარტოფილი ნახევრად მოიხარშება, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, გახეხილი პამიდორი ან ტომატი და მოურიეთ. დაასხით მდუღარე წყალი (სასურველი რაოდენობით), მაშინვე ჩაყარეთ ბარდა და ადუღეთ კარტოფილის სრულ მოხარშვამდე. შეაზავეთ

Read More

წვნიანი ყვავილოვანი კომბოსტოთი (1)

წვრილად დაჭრილი ხახვი და მსხვილ სახეხზე გახეხილი სტაფილო მოშუშეთ ზეთში. შეურიეთ გახეხილი პამიდორი ან ტომატი. დაასხით მდუღარე წყალი (სასურველი რაოდენობით). ჩაყარეთ პატარა კონებად დანაწევრებული ყვავილოვანი კომბოსტო და დაჭრილი ნიორი. როცა კომბოსტო მოიხარშება, შეაზავეთ მარილით, წიწაკით, მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი და მაშინვე გადმოდგით ცეცხლიდან. მასალა: ზეთი – 100-150 გ. ხახვი – 2 თავი სტაფილო – 2 ცალი

Read More

ლობიოს წვნიანი (1)

გადარჩეული, გარეცხილი ლობიო მოათავსეთ ქვაბში, დაასხით ცივი წყალი და დადგით ცეცხლზე. როგორც კი წამოდუღდება, ნახარში წვენი გადაღვარეთ. ბლომად დაასხით ცივი წყალი და ადუღეთ ლობიოს მოხარშვამდე. შემდეგ დაუმატეთ: სიგრძეზე ნაჭრებად დაჭრილი სტაფილო, წვრილად დაჭრილი ნიორი, მაკარონი, ორად გაჭრილი კარტოფილი და 2 ცალი დაფნის ფოთოლი. წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეთში, როცა კარტოფილი მოიხარშება, შეურიეთ კერძს. (თუ წვენი

Read More

ახალი კარტოფილი კვერცხით

* 1 კგ კარტოფილი * 2‐3 თავი ხახვი * 100 გრ კარაქი * 100 გრ რძე * 5 კვერცხი * 1‐1 კონა მწვანილი * პილპილი * მარილი გემოვნებით მოხარშული ახალი კარტოფილი გავფცქვნათ, დავჭრათ პატარა ნაჭრებად და მოვხრაკოთ წვრილად. დაჭრილ, კარაქში მოშუშულ ხახვთან ერთად. შევაზაოთ კამით, ოხრახუშით, ტარხუნით. შემდეგ მოვათავსოთ ტაფაზე, მოვასხათ რძეში გათქვეფილი კვერცხი და

Read More