კარტოფილის სოუსი

გაფცქვნილი კარტოფილი სიგრძეზე ოთხად დაჭერით. ღრმა ტაფაზე მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, შეურიეთ დაჭრილი კარტოფილი, დაფნის ფოთოლი და შეაზავეთ მარილით. 1-1,5 ჩაის ჭიქა წყალში გახსენით ტომატი, მოასხით კარტოფილს, ტაფას დაახურეთ სახურავი და ნელ ცეცხლზე გააჩერეთ გამზადებამდე. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და მაშინვე გადმოდგით ცეცხლიდან.

მასალა:

კარტოფილი – 1 კგ.

ხახვი – 2 თავი

ზეთი – 2-3 სუფრის კოვზი

დაფნის ფოთოლი – 1 ცალი

ტომატი – 1-2 სუფრის კოვზი

კამა, ოხრახუში – თითო პატარა კონა

მარილი – გემოვნებით

….

წყარო: http://www.orthodoxy.ge/skhva/kerdzebi/kerdzebi.htm