ლობიოს წვნიანი (1)

გადარჩეული, გარეცხილი ლობიო მოათავსეთ ქვაბში, დაასხით ცივი წყალი და დადგით ცეცხლზე. როგორც კი წამოდუღდება, ნახარში წვენი გადაღვარეთ. ბლომად დაასხით ცივი წყალი და ადუღეთ ლობიოს მოხარშვამდე. შემდეგ დაუმატეთ: სიგრძეზე ნაჭრებად დაჭრილი სტაფილო, წვრილად დაჭრილი ნიორი, მაკარონი, ორად გაჭრილი კარტოფილი და 2 ცალი დაფნის ფოთოლი. წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეთში, როცა კარტოფილი მოიხარშება, შეურიეთ კერძს. (თუ წვენი სქელი გამოვიდა, დაუმატეთ ცხელი წყალი). დაუმატეთ ტომატი ან მსხვილ სახეხზე გახეხილი პამიდორი. შეაზავეთ მარილით და წიწაკით. 1-2 წუთის შემდეგ მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და მაშინვე გადმოდგით ცეცხლიდან.

მასალა:

კაკალი ლობიო – 2 ჩაის ჭიქა

კარტოფილი – 2-3 ცალი

სტაფილო – 2 ცალი

ხახვი – 2 თავი

მაკარონი (სამარხვო) – 50-60 გ.

დაფნის ფოთოლი – 2 ცალი

ზეთი – 100-150 გ.

მარილი, წიწაკა – გემოვნებით

ნიორი – 3-4 კბილი

ტომატი – 1 სუფრის კოვზი ან პამიდორი – 2-3 ცალი

ქინძი, ნიახური, ოხრახუში – 3-3 ძირი

….

წყარო: http://www.orthodoxy.ge/skhva/kerdzebi/kerdzebi.htm