წვნიანი ყვავილოვანი კომბოსტოთი (1)

წვრილად დაჭრილი ხახვი და მსხვილ სახეხზე გახეხილი სტაფილო მოშუშეთ ზეთში. შეურიეთ გახეხილი პამიდორი ან ტომატი. დაასხით მდუღარე წყალი (სასურველი რაოდენობით). ჩაყარეთ პატარა კონებად დანაწევრებული ყვავილოვანი კომბოსტო და დაჭრილი ნიორი. როცა კომბოსტო მოიხარშება, შეაზავეთ მარილით, წიწაკით, მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი და მაშინვე გადმოდგით ცეცხლიდან.

მასალა:

ზეთი – 100-150 გ.

ხახვი – 2 თავი

სტაფილო – 2 ცალი

ყვავილოვანი კომბოსტო – 1 პატარა თავი

პამიდორი – 2-3 ცალი ან ტომატი – 2 სუფრის კოვზი

ოხრახუში, კამა – თითო პატარა კონა

მარილი, წიწაკა – გემოვნებით

….

წყარო: http://www.orthodoxy.ge/skhva/kerdzebi/kerdzebi.htm