ჭარხალი ტყემლის წვენში (1)

მოხარშული ჭარხალი გაფცქვენით და ალყა-ალყა დაჭერით. პატარა ზომის მინანქრის ქვაბში ან თასში ჩაასხით 1-1,5 ჩაის ჭიქა ტყემლის საწებელი, შეურიეთ 2 სუფრის კოვზი გადადუღებული ცივი წყალი, დანაყილი ნიორი, წვრილად დაჭრილი ერთი კონა ქინძი, 2 სუფრის კოვზი ზეთი. აურიეთ კარგად და შიგ ჩაალაგეთ დაჭრილი ჭარხალი. ქვაბს დაახურეთ სახურავი და შედგით მაცივარში. იგი დიდხანს ინახება.

მასალა:

ჭარხალი – 500 გ.

ტყემლის საწებელი – 1-1,5 ჩაის ჭიქა

ქინძი – 1 კონა (პატარა)

ნიორი – 3-4 კბილი

ზეთი – 2 სუფრის კოვზი

წყალი – 2 სუფრის კოვზი

მარილი – გემოვნებით

….

წყარო: http://www.orthodoxy.ge/skhva/kerdzebi/kerdzebi.htm