ქართული რესტორნები
საიტის ამ განყოფილებაში თავს ვუყრით ინფორმაციას ქართული რესტორნების, მათი კერძებისა და ღვინოების შესახებ. ინფორმაცია მზადდება შესაბამისი ქვეყნის ინგლისურ და ქართულ ენებზე. თუკი გაქვთ რესტორანი შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ინფორმაციები.

საიტის ამ განყოფილებაში თავს ვუყრით ინფორმაციას ქართული რესტორნების, მათი კერძებისა და ღვინოების შესახებ. ინფორმაცია მზადდება შესაბამისი ქვეყნის ინგლისურ და ქართულ ენებზე. თუკი გაქვთ რესტორანი შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ინფორმაციები.

პოპულარული ქართული საჭმელები განხილულია ქართულ ღვინოებთან, ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელებთან მიმართებაში, რათა რესტორნებსა თუ მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია - რომელ საჭმელს რომელი სასმელი უხდება.

საიტის ეს ნაწილი, ფაქტიურად უცხოეთში და საქართველოში არსებული რესტორნებისათვის შეთავაზებების (განცხადებების) დაფაა. გარკვეული კონტროლის შემდეგ, ნებისმიერ ქართველ მეწარმეს შეუძლია აქ განცხადების გამოქვეყნება
ბადრიჯანს დააჭერით ყუნწები და დანით ოთხ სხვადასხვა ადგილად ჩაჭერით გრძივად (ისე, რომ ნაჭრები ერთმანეთს არ მოშორდეს). არ დაამარილოთ, ისე მოთუშეთ ზეთსა და ცოტაოდენ წყალში. როცა გაცივდება, ჩაჭრილი ადგილები შემდეგი წესით მომზადებული ფარშით ამოავსეთ: ზეთში მოშუშეთ დაჭრილი ხახვი, შეურიეთ გახეხილი სტაფილო, დაჭრილი ნიახური და გააგრძელეთ შუშვა მანამ, სანამ სტაფილო არ დარბილდება. დაუმატეთ 3-4 გახეხილი პომიდორი, წვრილად
ბადრიჯანი გათალეთ, დაჭერით ირიბად, მოაყარეთ მარილი და 15-20 წუთი გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში, შემდეგ გაწურეთ და შეწვით ზეთში. გარეცხილი მწვანილი და ნიორი დაჭერით წვრილად, თესლებგამოცლილი ბულგარული წიწაკა კი – წრიულად. ღრმა თეფშზე ფენებად მოაწყვეთ ბადრიჯანი, მოაყარეთ მარილი და პილპილი; შემდეგ – მწვანილი, დაჭრილი პომიდორი, ისევ მოაყარეთ მარილი და მოასხით მაიონეზი; ბოლოს დარჩენილი მწვანილი, ბულგარული წიწაკა, მარილი
დაკონსერვებული სოკო გადაიტანეთ თუშფალანგზე და ზემოდან მოასხით მდუღარე წყალი, როცა კარგად დაიწურება, დაჭერით პატარა ნაჭრებად. წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეთში, შეურიეთ დაჭრილი სოკო და ხახვთან ერთად მოშუშეთ. დაასხით მდუღარე წყალი, შეაზავეთ მარილით და შავი პილპილით. ჩაყარეთ გარეცხილი ბრინჯი, კარგად ამოურიეთ და ადუღეთ ბრინჯის მოხარშვამდე. მასალა: ბრინჯი – 3 ჩაის ჭიქა ზეთი – 0,5-1 ჩაის ჭიქა
კატლეტი გამოძახებით საკმაოდ პოპულარული სერვისია საქართველოში. კატლეტი გამოძახებით 599 06 91 51 კატლეტი – მოკლე მიმოხილვა კატლეტი მთელს მსოფლიოში გავრცელებული კერძია და თითქმის ყველგან განსხვავებულად ამზადებენ. კატლეტში მოიაზრება როგორც დაკეპილი ხორცის ერთიანი, შემწვარი მასა, ისე სტეიკის მსგავსი, ხორცის მთლიანი ნაჭერი. საქართველოსა და მის შემოგარენში კატლეტი აუცილებლად დაკეპილ ხორცს გულისხმობს, რომელსაც მრგვალი და ბრტყელი ფრომა აქვს.
კარტოფილი, ხახვი, ნიორი, ოხრახუში, კამა, ქინძი გაატერეთ ხორცსაკეპში. გატარებული მასა მოათავსეთ საწურზე, რომ წყლისაგან დაიწუროს. გადაიტანეთ მინანქრის თასში, შეურიეთ წინასწარ დამბალი და კარგად გაწურული პური. შეაზავეთ მარილით და შავი პილპილით. აიღეთ პატარა ულუფები, მიეცით კატლეტის ფორმა, ამოავლეთ ორცხობილას საფანელში და შეწვით ორივე მხრიდან. მასალა: კარტოფილი – 2 კგ. პური – 200-300 გ. ხახვი – 4-5
წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეთში, შეურიეთ მსხვილ სახეხზე გახეხილი პამიდორი და ტომატი, დაამატეთ დაფნის ფოთოლი, წიწაკა და დაჭრილი ნიორი. როგორც კი წამოდუღდება, ჩაყარეთ მსხვილად დაჭრილი კარტოფილი, დაასხით ცივი წყალი იმდენი, რომ კარტოფილი დაიფაროს. შეაზავეთ მარილით და ერთხელ კარგად მოურიეთ. ადუღეთ ნელ ცეცხლზე კარტოფილის მოხარშვამდე. მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი და მაშინვე გადმოდგით ცეცხლიდან. მასალა: ზეთი – 100-150
გაფცქვნილი კარტოფილი სიგრძეზე ოთხად დაჭერით. ღრმა ტაფაზე მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, შეურიეთ დაჭრილი კარტოფილი, დაფნის ფოთოლი და შეაზავეთ მარილით. 1-1,5 ჩაის ჭიქა წყალში გახსენით ტომატი, მოასხით კარტოფილს, ტაფას დაახურუთ სახურავი და ნელ ცეცხლზე გააჩერეთ გამზადებამდე. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და მაშინვე გადმოდგით ცეცხლიდან. მასალა: კარტოფილი – 1 კგ. ხახვი – 2 თავი ზეთი – 2-3
მოხარშეთ ჭარხალი, სტაფილო და კარტოფილი. ცალკე მოხარშეთ ნახევარი კოლოგრამი ლობიო. მოხარშული ჭარხალი, სტაფილო და კარტოფილი დაჭერით კუბიკებად, შეურიეთ მოხარშული ლობიო, დაჭრილი ხახვი და მჟავე კიტრი. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და აურიეთ ერთმანეთში, შეაზავეთ ზეთით, მარილით და შავი პილპილით. მასალა: კარტოფილი – 1 კგ. ჭარხალი – 400 გ. სტაფილო – 200 გ. ლობიო – 0,5 კგ.
მოხარშული ლობიო გადაწურეთ საწურზე (ნახარში წვენი შეინახეთ). ხახვი დაჭერით სიგრძეზე (წვრილ ღერებად). ოხრახუში, ქინძი, ქონდარი წვირად. მოათავსეთ მინანქრის ქვაბში, შეურიეთ დანაყილი ნიგოზი. ზემოდან მოაყარეთ მოხარშული ცხელი ლობიო. ქვაბს დაახურეთ სახურავი და გააჩერეთ 10 წუთი. აურიეთ კარგად, შეაზავეთ დანაყილი ნივრით, წიწაკით, მარილით, მიხაკით, დარიჩინით, ხმელი ქინძით და ძმრით. მოაყარეთ ბროწეულის მარცვლები და ფრთხილად აურიეთ. თუ სქელი
ლობიო გამოძახებით პოპულარული სერვისია საქართველოში. ლობიო გამოძახებით 599 06 91 51 ლობიოს კერძები ლობიო უნიკალური პროდუქტია. მიიჩნევა, რომ პარკოსანი მცენარეები ცხოველური ცილისა და ცხიმების საუკეთესო ჩამნაცვლებლები არიან, გარდა ამისა ცხოვრელურ პროდუქტებზე ბევრად იაფი და ხელმისაწვდომები. არ ვიცი, ამ ფაქტს უნდა მიეწეროს, თუ უბრალოდ ლობიოს ძალზედ ნოყიერ, სასიამოვნო გემოს, მაგრამ საქართველოში ლობიოსგან დამზადებული უამრავი კერძი გვაქვს