ბადრიჯანი მაიონეზით (2)

ბადრიჯანი გათალეთ, დაჭერით ირიბად, მოაყარეთ მარილი და 15-20 წუთი გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში, შემდეგ გაწურეთ და შეწვით ზეთში. გარეცხილი მწვანილი და ნიორი დაჭერით წვრილად, თესლებგამოცლილი ბულგარული წიწაკა კი – წრიულად. ღრმა თეფშზე ფენებად მოაწყვეთ ბადრიჯანი, მოაყარეთ მარილი და პილპილი; შემდეგ – მწვანილი, დაჭრილი პომიდორი, ისევ მოაყარეთ მარილი და მოასხით მაიონეზი; ბოლოს დარჩენილი მწვანილი, ბულგარული წიწაკა, მარილი და შავი პილპილი მოაყარეთ.

მასალა:

ბადრიჯანი – 1 კგ.

პომიდორი – 3-4 ცალი

მწვანე ხახვი – 1 კონა

ოხრახუში, კამა, ქინძი – 2-3 ღერი

ნიორი – 2 კბილი

სამარხვო მაიონეზი, მარილი, შავი პილპილი – გემოვნებით

….

წყარო: http://www.orthodoxy.ge/skhva/kerdzebi/kerdzebi.htm