ფარშირებული ბადრიჯანი (2)

ბადრიჯანს დააჭერით ყუნწები და დანით ოთხ სხვადასხვა ადგილად ჩაჭერით გრძივად (ისე, რომ ნაჭრები ერთმანეთს არ მოშორდეს). არ დაამარილოთ, ისე მოთუშეთ ზეთსა და ცოტაოდენ წყალში. როცა გაცივდება, ჩაჭრილი ადგილები შემდეგი წესით მომზადებული ფარშით ამოავსეთ: ზეთში მოშუშეთ დაჭრილი ხახვი, შეურიეთ გახეხილი სტაფილო, დაჭრილი ნიახური და გააგრძელეთ შუშვა მანამ, სანამ სტაფილო არ დარბილდება. დაუმატეთ 3-4 გახეხილი პომიდორი, წვრილად დაჭრილი ნიორი, ოხრახუში, დაფნის ფოთოლი და მარილი. ყოველივე ეს ღუმელში საშუალო ცეცხლზე შედგით სითხის ამოშრობამდე.

ფარშირებულ ბადრიჯანს თავზე მოაწყვეთ პომიდვრის ნაჭრები, მოაყარეთ დაფქვილი ორცხობილა და 15 წუთით შედგით ღუმელში. სუფრაზე მიტანის წინ მოასხით ლიმონის წვენი.

მასალა:

ბადრიჯანი (საშუალო ზომის) – 800 გ.

მცენარეული ზეთი – 100 გ.

ხახვი – 500 გ.

სტაფილო – 100 გ.

ნიახური – 50 გ.

პომიდორი – 500 გ.

ნიორი – ნახევარი თავი

ოხრახუში – 1 კონა

დაფშვნილი ორცხობილა – 30 გ.

დაფნის ფოთოლი – 1 ცალი

ლიმონი – 1 ცალი

შავი პილპილი, მარილი – გემოვნებით

….

წყარო: http://www.orthodoxy.ge/skhva/kerdzebi/kerdzebi.htm