კარტოფილის კატლეტი (1)

კარტოფილი, ხახვი, ნიორი, ოხრახუში, კამა, ქინძი გაატერეთ ხორცსაკეპში. გატარებული მასა მოათავსეთ საწურზე, რომ წყლისაგან დაიწუროს. გადაიტანეთ მინანქრის თასში, შეურიეთ წინასწარ დამბალი და კარგად გაწურული პური. შეაზავეთ მარილით და შავი პილპილით. აიღეთ პატარა ულუფები, მიეცით კატლეტის ფორმა, ამოავლეთ ორცხობილას საფანელში და შეწვით ორივე მხრიდან.

მასალა:

კარტოფილი – 2 კგ.

პური – 200-300 გ.

ხახვი – 4-5 თავი

ზეთი შესაწვავად – საჭირო რაოდენობით

ოხრახუში,  ქინძი, კამა – ორ-ორი ძირი

მარილი, შავი პილპილი – გემოვნებით

დაფქული ორცხობილა – 1 ჩაის ჭიქა

ნიორი – 2 კბილი

….

წყარო: http://www.orthodoxy.ge/skhva/kerdzebi/kerdzebi.htm