ცეხვილი პიცა მომზადებული ცეხვილი ფქვლით
ცეხვილი პიცა – ინგრედიენტები:
- ცეხვილი ფქვილი 130 – 140 გრამი
- თბილი წყალი – 70 გრამი
- საფუარი მშრალი – 1 ჩაის კოვზი
- მარილი
- ზეითუნის ზეთი – 1 სადილის კოვზი
- შაქარი – 1/4 ჩაის კოკზი
ცეხვილი პიცა – მომზადების წესი:
დროჟი გახსენით თბილ წყალში და დაამატეთ ცოტაოდენი შაქარი. გააჩერეთ 10 – 15 წუთი (სასურველია თბილ ადგილზე). ამ დროის გასვლის შემდეგ შეამჩნევთ, რომ წყალი გამუქდა და აქაფდა.
ღრმა ჯამში გადაურიეთ ფქვილი და მარილი, გააკეთეთ ჩაღრმავება და ჩაასხით ამ ჩაღრმავებაში საფუარიანი მასა. აურიეთ თავდაპირველად კოვზით, შემდეგ – მოზილეთ ცომი ხელით.
ცომი თავდაპირველად იქნება წებვადი (შეგიძლიათ დაამატოთ ცოტაოდენი ფქვილი, თუმცა არ გადაამეტოთ), 2 – 3 წუთის შემდეგ დაამატეთ ზეითუნის ზეთი და განაგრძეთ ცომის მოზელვა (მინიმუმ 7 – 10 წუთი).
კარგად მოზელვის შემდეგ ცომი უნდა გახდეს რბილი, ელასტიური და ხელებს აღარ უნდა ეკვროდეს.
ცომს მიეცით ბურთის ფორმა, მოათავსეთ ჯამში და გადააფარეთ სველი ხელსახოცი; დადგით თბილ ადგილზე (შეგიძლიათ დადგათ 50 – 60 გრადუსამდე გაცხელებული ღუმელის სიახლოვეს), დაახლოებით 60 წუთი.
როდესაც ცომი ამოვა, კიდევ უნდა გადაზილოთ და დაიწყოთ ამის შემდეგ უკვე გაბრტყელება. გაბრტყელებული ცომის სისქე დაახლოებით უნდა იყოს 5 მმ.
გულსართის დადებამდე, აუცილებელია ცომს ზევიდან კარგად წაუსვათ ტომატის პასტა.
რაც შეეხება გულსართს, შეგიძლიათ უსასრულო ექსპერიმენტების ჩატარება: – პომიდორი და მოცარელა, ქათამი, სოკო, ხახვი და წიწაკა, ზღვის პროდუქტები, პროტუშო და არომატული მწვანილი; შეიძლება ტკბილი ვარიანტებიც – ანანასით, ლეღვით, ან მსხლითაც კი!
ცეხვილი პიცის გამოცხობის პროცესი:
ღუმელი უნდა გააცხელოთ მაქსიმალურად და პიცა პერგამენტით უკეთესია უკვე ცხელ ტაფაზე მოათავსოთ (ღუმელში გააჩერეთ 5 – 20 წუღთი). ცეხვილი ფქვილით მომზადებული პიცა ცხვება მინიმალურ დროში (დაახლოებით 10 წუთი) მაქსიმალური ტემპერატურის პირობებში (220 – 250 გრად). ამასთან გირჩევთ პიცა ღუმელში მოათავსოთ ქვედა თაროზე.
როგორც კი გაიკეთებს ოქროსფერ ქერქს, პიცა მზადაა.
გემრიელად მიიირთვით!