ქართული რესტორნები
საიტის ამ განყოფილებაში თავს ვუყრით ინფორმაციას ქართული რესტორნების, მათი კერძებისა და ღვინოების შესახებ. ინფორმაცია მზადდება შესაბამისი ქვეყნის ინგლისურ და ქართულ ენებზე. თუკი გაქვთ რესტორანი შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ინფორმაციები.

საიტის ამ განყოფილებაში თავს ვუყრით ინფორმაციას ქართული რესტორნების, მათი კერძებისა და ღვინოების შესახებ. ინფორმაცია მზადდება შესაბამისი ქვეყნის ინგლისურ და ქართულ ენებზე. თუკი გაქვთ რესტორანი შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ინფორმაციები.

პოპულარული ქართული საჭმელები განხილულია ქართულ ღვინოებთან, ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელებთან მიმართებაში, რათა რესტორნებსა თუ მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია - რომელ საჭმელს რომელი სასმელი უხდება.

საიტის ეს ნაწილი, ფაქტიურად უცხოეთში და საქართველოში არსებული რესტორნებისათვის შეთავაზებების (განცხადებების) დაფაა. გარკვეული კონტროლის შემდეგ, ნებისმიერ ქართველ მეწარმეს შეუძლია აქ განცხადების გამოქვეყნება
40 გრ ხმელი თეთრი სოკო, 1 კგ კობოსტოს მწნილი, 150 გრ სტაფილო, 120 გრ თავი ხახვი, 100 გრ ტომატ-პიურე, 50 გრ მარგარინი, 1 სუფრის კოვზი ხორბლის ფქვილი, 1700 მლ სოკოს ნახარში, ოხრახუში, სანელებლები, მარილი – გემოვნებით. სოკო გადავარჩიოთ, ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ წყალი, გავაჩეროთ 10-15 წუთი, წყალი გადავღვაროთ, რამოდენიმეჯერ გავრეცხოთ, დავასხათ წყალი (პროპორციით 0,7 ლ წყალი
400 გრ კომბოსტო, 600 გრ კარტოფილი, 150 გრ სტაფილო, 100 გრ თავი ხახვი, 100 გრ პომიდორი ან ტომატ-პიურე, 2 სუფრის კოვზი ზეთი, 1700 მლ წყალი, 2-3 კბილი ნიორი, ოხრახუში, სანელებლები და მარილი – გემოვნებით. ბოსტნეულს მოვაცილოთ დაზიანებული ფოთლები და ადგილები, გავრეცხოთ ცივ წყალში. კომბოსტო დავჭრათ ჩალისებურად, კარტოფილი და სტაფილო – კუბებად, პომიდორი პატარა ნაჭრებად, ხოლო
200 გრამი ქამა სოკო, 200 გრამი ქათმის ხორცი, 200 მილილიტრი რძე, 1 ჩაის კოვზი ფქვილი, 1 ცალი კვერცხი, შავი პილპილი, მარილი-გემოვნებით. ქამა სოკო მოხარშეთ რძეში. ქათმის ხორცი წინასწან გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და მოხარშეთ. როცა ადუღდება, ნელ-ნელა დაუმატეთ უკვე მოხარშული ქამა სოკო, რძეში წინასწარ არეული კვერცხი და ფქვილი. წამოადუღეთ. მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი გემოვნებით. …
მასალა: 3-3,5კგ ხორცი; 4 ცალი სტაფილო; 1 კონა ოხრახუში; 1 კონა ნიახური; 0,5კგ შავი პური; 3-4 ცალი ტკბილი ბოლოკი; 45-50 ფოთოლი ისპანახი; 6-7 ღერო სატაცური; 25-30გ მწვანე მუხუდო; ნახევარი კოვზი ერბო. ხორცი მოხარშეთ და გადაწურეთ. კარგად გამხმარ შავ პურს დაასხით ცხელი ბულიონი, დაახურეთ ხუფი და ერთი საათი დადგით, რათა პური კარგად აფუვდეს. შემდეგ ეს მასა
გასუფთავებული, გარეცხილი ფრინველი ქვაბში მოვათავსოთ, დავასხათ წყალი, დავდგათ ცეცხლზე და ნახევრად მოვხარშოთ, ამოვიღოთ წვენიდან, მოვაყაროთ მარილი დავდოთ თუნუქის ფურცელზე და შევდგათ აირღუმელში შესაწვავად. ბულიონს ცხიმი მოვხადით და შიგ მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი. ნიგოზი, ნიორი, ქინძი, წიწაკა, მარილი, ყვითელი ყვავილი, მიხაკი, ძმარი, ყველაფერი გავხსნათ ბულიონში და დავასხათ მოშუშული ხახვი. ნიგვზის რაოდენობა შეიძლება შევამციროთ, თუ წვენს დავუმატებთ
ავიღოთ კეფალი ან ლოქო, გავანთავისუფლოთ ძვლებისგან, მოვხარშოთ მარილით შეზავებულ მდუღარე წყალში. როდესაც მზად იქნება ამოვალაგოთ; ნახარშში ჩავყაროთ დაჭრილი თევზის ძვლები და კარგად გამოვხარშოთ. მოხარშული თევზი ჩავაწყოთ დაბალ ფართო ქვაბში და დავასხათ საწურზე გაწურული ნახარში იმდენი, რომ თევზი დაიფაროს. ჩავამატოთ მოხარშული, მრგვლად დაჭრილი სტაფილო, მწვანილის თეთრი ძირები, ხახვი, დაფნის ფოთოლი, პილპილი, ძმარი, დავდგათ ცეცხლზე და წამოვადუღოთ,
გასუფთავებული, გარეცხილი თევზი ნახევრად მოვხარშოთ და მერე შევწვათ.წმინდად დავნაყოთ ნიგოზი ნიორთან და ყვითელ ყვავილთან ერთად და გამოვხადოთ ზეთი. ცალკე დავნაყოთ ქინზძის თესლი, წიწაკა, ქონდარი, ნედლი ოხრახუში, ცოტა მარილი და კარგად ავურიოთ დანაყილ ნიგოზში, გავხსნათ ძმარში და თევზის ბულიონის ზედაპირიდან მოხდილ სიმსუქნეში. ბულიონი ჩავასხათ სუფთა ქვაში, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დავდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. შემდეგ
გასუფთავებული, გარევხილი ინდაური ან ქათამი მოვათავსოთ ქვაბში,დავასხათ წყალი, დავდგათ ცეცხლზე მოსახარშად როცა მოიხარშება, ამოვიღოთ ქვაბიდან, მოვაყაროთ მარილი და შევდგათ აირღუმელში შესაწვავად.ძალიან წვრილად დავკეპოთ ხახვი. დავასხათ მოსაშუშად ნიგვზიდან გამოხდილი ზეთი და ფრინველის ნახარშის სიმსუქნე; 10 წუთის შემდეგ ჩავამატოთ გარეცხილი ხორბლის ფქვილი და კიდევ ვშუშოთ ხახვთან ერთად. როცა კარგად მოიშუშება, თანდათან გავხსნათ ინდაურის ან ქათმის ნახარშში, ჩავუმატოთ
გასუფთავებული, გარეცხილი ფრინველი ქვაბში მოვათავსოთ, დავასხათ წყალი, დავდგათ ცეცხლზე და ნახევრად მოვხარშოთ. მერე ამოვიღოთ წვენიდან, დავდოთ თუნუქის ფურცელზე და შევგდათ აირღუმელში შესაწვავად. ბულიონს მოვხადოთ ცხიმი და მასში მოვშუშოთ ხახვი, როცა ოდნავ გავარდისფერდება ჩავასხათ ბულიონში. ნიგოზი ხორცსაკებ მანქანაში კარგად გავატაროთ. ყვითელი ყვავილი კარგად დავნაყოთ მარილთან ერთად, ჩავანაყოთ ნიორი, ავურიოთ ნიგიზში და ხელით ვსრისოთ, სანამ საკმაო რაოდენობის
გასუფთავებული, გარეცხილი ინდაური მოვათავსოთ ქვაბში და მთლიანად მოვხარშოთ. ნახარშს მოვხადოთ ცხიმი და ამ ცხიმში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი. ცალკე დავნაყოთ ნიგოზი, ჩავალესოთ კვერცხის გული. შემდეგ ამაშივე ავურიოთ კარგად დანაყილი ხმელი სუნელი, ნიორი, წიწაკა და გავხსნათ ინდაურის ნახარშში. მოხარშულ ინდაურს მოვაყაროთ მარილი, გავაციოთ, დავჭრათ და მოვასხათ გამზადებული, გაციებული წვენი. მასალა: ინდაური კვერცხი-3ცალი ხახვი-400გრ ნიგოზი-4ჩაის ჭიქა ნიორი,