ბატის ან სხვა ფრინველის საცივი

გასუფთავებული, გარეცხილი ფრინველი ქვაბში მოვათავსოთ, დავასხათ წყალი, დავდგათ ცეცხლზე და ნახევრად მოვხარშოთ, ამოვიღოთ წვენიდან, მოვაყაროთ მარილი დავდოთ თუნუქის ფურცელზე და შევდგათ აირღუმელში შესაწვავად.

ბულიონს ცხიმი მოვხადით და შიგ მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი.

ნიგოზი, ნიორი, ქინძი, წიწაკა, მარილი, ყვითელი ყვავილი, მიხაკი, ძმარი, ყველაფერი გავხსნათ ბულიონში და დავასხათ მოშუშული ხახვი. ნიგვზის რაოდენობა შეიძლება შევამციროთ, თუ წვენს დავუმატებთ ორ-სამ სუფრის კოვზ სიმინდის ფქვილს, წვენისთვის სისქის მისაცემად.

მასალა:

ფრინველი

ხახვი-300გრ

ნიგიზი-500გრ

ბულიონი-8 ჩაის ჭიქა

მიხაკ-დარიჩინი, ქინძი, ნიორი, წიწაკა, ყვითელი ყვავილი, ძმარი,

მარილი – გემონვებით.

წყარო: http://www.mzareuli.com/