თევზის გამჭირვალე მუჟუჟი

ავიღოთ კეფალი ან ლოქო, გავანთავისუფლოთ ძვლებისგან, მოვხარშოთ მარილით შეზავებულ მდუღარე წყალში. როდესაც მზად იქნება ამოვალაგოთ; ნახარშში ჩავყაროთ დაჭრილი თევზის ძვლები და კარგად გამოვხარშოთ. მოხარშული თევზი ჩავაწყოთ დაბალ ფართო ქვაბში და დავასხათ საწურზე გაწურული ნახარში იმდენი, რომ თევზი დაიფაროს. ჩავამატოთ მოხარშული, მრგვლად დაჭრილი სტაფილო, მწვანილის თეთრი ძირები, ხახვი, დაფნის ფოთოლი, პილპილი, ძმარი, დავდგათ ცეცხლზე და წამოვადუღოთ, ხუთი წუთის შემდეგ გადმოვდგათ და გავაციოთ.

მასალა

თევზი-1 კგ

ძმარი-1/4 ჩაის ჭიქა

სტაფილო-2-3 ცალი

ხახვი-2-3 თავი

დაფნის ფოთოლი – 2-3 ცალი

პილპილი, მარილი – გემოვნებით.

წყარო: http://www.mzareuli.com/