კომბოსტოს მწნილისა და სოკოს სუპი

40 გრ ხმელი თეთრი სოკო, 1 კგ კობოსტოს მწნილი, 150 გრ სტაფილო, 120 გრ თავი ხახვი, 100 გრ ტომატ-პიურე, 50 გრ მარგარინი, 1 სუფრის კოვზი ხორბლის ფქვილი, 1700 მლ სოკოს ნახარში, ოხრახუში, სანელებლები, მარილი – გემოვნებით.

სოკო გადავარჩიოთ, ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ წყალი, გავაჩეროთ 10-15 წუთი, წყალი გადავღვაროთ, რამოდენიმეჯერ გავრეცხოთ, დავასხათ წყალი (პროპორციით 0,7 ლ წყალი – 100 გრ სოკო), დავტოვოთ 3-4 საათი რათა სოკო გაიჟღინთოს წყლით, შემოვდგათ ნელ ცეცხლზე. ვხარშოთ მზადყოფნამდე. მოხარშული სოკო ამოვიღოთ ბულიონიდან, გავრეცხოთ თბილ წყალში, ბულიონი კი გავაცივოთ და გავწუროთ, მოხარშული სოკო დავჭრათ პატარა კუბებად.

კომბოსტოს მწნილი გავრეცხოთ, დავჭრათ ჩალისებურად, ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ ცოტა წყალი, დავამატოთ მარგარინი, ტომატ-პიურე, დავახუროთ სახურავი და მოვშუშოთ 1,5-2 საათის განმავლობაში, პერიოდულად ვურიოთ. დავამატოთ ერთად მოშუშული პატარა კუბებად დაჭრილი სტაფილო, თავი ხახვი, ოხრახუში და გავაგრძელოთ მოშუშვა 10-15 წუთი, გულდაგულ ვურიოთ.

ავადუღოთ სოკოს ნახარში, ჩავდოთ მოშუშული კომბოსტო ბოსტნეულით, დაჭრილი მოხარშული სოკო, დავამატოთ მარილი, მარცვალი პილპილი, დაფნის ფოთოლი, მოხალული ფქვილი და ვხარშოთ 5-10 წუთი მზადყოფნამდე.

წყარო: http://www.mzareuli.com/