ქართული რესტორნები
საიტის ამ განყოფილებაში თავს ვუყრით ინფორმაციას ქართული რესტორნების, მათი კერძებისა და ღვინოების შესახებ. ინფორმაცია მზადდება შესაბამისი ქვეყნის ინგლისურ და ქართულ ენებზე. თუკი გაქვთ რესტორანი შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ინფორმაციები.

საიტის ამ განყოფილებაში თავს ვუყრით ინფორმაციას ქართული რესტორნების, მათი კერძებისა და ღვინოების შესახებ. ინფორმაცია მზადდება შესაბამისი ქვეყნის ინგლისურ და ქართულ ენებზე. თუკი გაქვთ რესტორანი შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ინფორმაციები.

პოპულარული ქართული საჭმელები განხილულია ქართულ ღვინოებთან, ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელებთან მიმართებაში, რათა რესტორნებსა თუ მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია - რომელ საჭმელს რომელი სასმელი უხდება.

საიტის ეს ნაწილი, ფაქტიურად უცხოეთში და საქართველოში არსებული რესტორნებისათვის შეთავაზებების (განცხადებების) დაფაა. გარკვეული კონტროლის შემდეგ, ნებისმიერ ქართველ მეწარმეს შეუძლია აქ განცხადების გამოქვეყნება
საქონლის ტვინს გადავავლოთ მდუღარე წყალი, გავასუფთავოთ კანისაგან, გავრეცხოთ ცივ წყალში და დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და მოვხრაკოთ ცხიმიან, გაცხელებულ ტაფაზე. როდესაც ოდნავ შეწითლდება, ცავამატოთ კარაქში მოშუშული წვრილად დაჭრილი ხახვი, ქინძი, კამა, ოხრახუში და კიდევ გავაგრძელოთ შუშვა. შემდეგ მთლიანად გადავიღოთ ტაფაზე, ზევიდან მოვასხათ არაჟანთან ერთად გათქვეფილი კვერცხი და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად. როცა მზად
თირკმელი დავალბოთ წყალში ერთი საათით, შემოვაცალოთ ზედმეტი ქონი და კანი. დავჭრათ ბრტყელ ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი, შავი პილპილი. თითოეული ნაჭერი ამოვავლოთ პურის ფქვილში და შევწვათ გაცხელებულ კარაქიან ტაფაზე. როდესაც კარგად გაწითლდება, ჩავალაგოთ ფართოძირიან ქვაბში, ზევიდან დავაყაროთ კარაქში მოშუშული წვრილად დაჭრილი ხახვი, ქინძი, კამა, ტარხუნა, ოხრახუში, მარილთან ერთად დავნაყოთ ყვითელი ყვავილი (ზაფრანა), გავხსნათ ხორცის წვენში და დავასხათ
გასუფთავებული ფაშვი კარგად გავრეცხოთ ჩამდინარე წყალზე, მერე დავმდუღროთ, დანით გავფხიკოთ და თან გარსი მოვაცილოთ, მერე ხელახლა გავრეცხოთ ცივი წყლით. ასეთი წესით მომზადებული ფაშვი დიდ ოთხკუთხედ ნაჭრებად დავჭრათ, მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ ცივი წყალი, დავუმატოთ ხახვი, დაფნის ფოთოლი, მარილი, ოხრახუში და ვხარშოთ დაახლოებით 4-5 საათი. წიწაკა წინასწარ დავალბოთ მდუღარე წყალში, წყალი გადავწუროთ და წიწაკა მარილთან ერთად კარგად
მოხარშული ფაშვი წვრილ, მოგრძო ნაჭრებად დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, მოვათავსოთ ცხიმიან, ცხელ ტაფაზე და კარგად შევწვათ. დავუმატოთ წვრილად დაჭრილი მოშუშული ხახვი, კარგად ავურიოთ, ვშუშოთ კიდევ ხუთი წუთი და გადმოვდგათ ცეცხლიდან. გამხმარი კოწახური კარგად დავნაყოთ, ავუროთ შემწვარ ფაშვში, მოვათავსოთ შესაფერ ჭურჭელზე და მოვაყაროთ დაჭრილი ხახვი (ან მწვანე ხახვი). მასალა: ფაშვი – 1 კილოგრამი ხახვი – 4-5
სუკი ან ძროხის ხორცის რბილი ნაწილი დავჭრათ თხელ ნაჭრებად და საბეგვით ან დანით კარგად დავბეგვოთ. თუნუქის ფურცელზე დავაწყოთ ერთ წყებად დაბეგვილი ხორცი, ზემოდან დავაყაროთ რგოლებად ან ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, შემდეგ დავაწყოთ თხლად დაჭრილი, მაგარი, ნაკლებმარილიანი ყველი (შვეიცარული, სულგუნი), ისე, რომ ხახვი დაიფაროს, ზემოდან გადავასხათ მაიონეზი, შევდგათ აირღუმელში, შევწვათ, სანამ ზემოდან არ შეწითლდება. მასალა: ძროხის ხორცი
ინგრედიენტები: 1კგ. ვაზის ფოთოლი (გასახვევად) ფარშისათვის: 900გრ საქონლის უცხიმო ხორცი +500გრ. ღორის ცხიმიანი ხორცი, 200გრ. ბრინჯი, 3-4 თავი ხახვი, 4-5 კბილი ნიორი, 1 კონა ოხრახუში, 1 კონა ქინძი, 1 კონა ტარხუნა(ან ხმელი ტარხუნა 1 სუფ.კოვზი), ოდნავ ხმელი პიტნა, ცოტა ცხარე წიწაკა და მარილი. დამზადება: გავაკეთოთ ფარში, ჩამოთვლილი პროდუქტებისგან და კარგად შევაზავოთ ერთმანეთში (აუცილებლად ფარშს შეურიოთ
ძროხის თხელი ნაჭერი დაბეგვეთ ჩაქუჩით,მოაყარეთ მარილი, წითელი დაშავი წიწაკა გემოვნებით. შიგ მოათავსეთ მოხარშული კვერცხი და მიეცით ხორცს გუნდის ფორმა. გადაახვიეთ ძაფით და გამოაცხვეთ აერღუმელში.დაჭერით თხლად და მიირთვით გემრიელად. … წყარო: http://www.mzareuli.com/
ღვეზელები გამოძახებით ძალზე პოპულარული სერვისია საქართველოში. ღვეზელები გამოძახებით 599 06 91 51 ღვეზელების მრავალფეროვნება საქართველოში ცომეული ნამდვილად უყავრთ – ამაზე მეტყველებს ღვეზელთა ის მრავალფეროვნება, რომელსაც ქართულ კულინარიაში შეხვდებით. ჩვენი სამზარეულო არც ცომის მრავალფეროვან სახეობებს უჩივის და არც შიგთავსის სიმრავლეს. გასაკვირი არავისთვის იქნება, თუ ვიტყვი, რომ ქართული გასტრონომიის წამყვანი ღვეზელი ხაჭაპურია, მთელი თავისი დიდებულებითა და უამრავი
ღორის ხორცის უცხიმო ნაჭრები დაჭერით , ამოსვარეთ მარილში და შავ პილპილში; ტაფაში მოათავსეთ და შეწვით შეწითლებამდე. გადმოდგით, ტაფაში მოათავსეთ დაჭრილი სოკო ( შეგიძლიათ კონსერვირებულიც)და მოთუშეთ. აიღეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელი ღუმელში შესადებად . მასში მოათავსეთ შემწვარი ღორის ხორცი , შემდეგ სოკო და ზემოდან გადაასხით ნაღები. მარილი , შავი პილპილი და ხმელი ქინძი გემოვნებით. გამოაცხვეთ 180° –ზე 30
საქონლის კუჭმაჭი მოხარშეთ, მოაყარეთ მარილი და გააციეთ. დაჭერით წვრილად. დანაყილი ნიგოზი, ნიორი, ქინძი, წვრილად დაჭრილი ხახვი, ბროწეულის მარცვლები აურიეთ ერთმანეთში, დაუმატეთ ცოტა ძმარი და შეაზავეთ კუჭმაჭი ამ საკაზმით. მასალა: 1-კგ. კუჭმაჭი, 3 კბილი-ნიორი, 1თავი-ხახვი, 1 ცალი-ბროწეული, 1 ჩ.კ – ქონდარი, 1/2ჩ.კ.-უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი, თითო ჩაის კოვზი-ხმელი ქინძი, 2 ძირი-ნედლი ქინძი, მარილი გემოვნებით. … წყარო: