შემწვარი ფაშვი კოწახურით

მოხარშული ფაშვი წვრილ, მოგრძო ნაჭრებად დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, მოვათავსოთ ცხიმიან, ცხელ ტაფაზე და კარგად შევწვათ. დავუმატოთ წვრილად დაჭრილი მოშუშული ხახვი, კარგად ავურიოთ, ვშუშოთ კიდევ ხუთი წუთი და გადმოვდგათ ცეცხლიდან.

გამხმარი კოწახური კარგად დავნაყოთ, ავუროთ შემწვარ ფაშვში, მოვათავსოთ შესაფერ ჭურჭელზე და მოვაყაროთ დაჭრილი ხახვი (ან მწვანე ხახვი).

მასალა:

ფაშვი – 1 კილოგრამი

ხახვი – 4-5 თავი

გამხმარი კოწახური, პილპილი, მარილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/