შემწვარი ძროხის ხორცი ყველით

სუკი ან ძროხის ხორცის რბილი ნაწილი დავჭრათ თხელ ნაჭრებად და საბეგვით ან დანით კარგად დავბეგვოთ. თუნუქის ფურცელზე დავაწყოთ ერთ წყებად დაბეგვილი ხორცი, ზემოდან დავაყაროთ რგოლებად ან ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, შემდეგ დავაწყოთ თხლად დაჭრილი, მაგარი, ნაკლებმარილიანი ყველი (შვეიცარული, სულგუნი), ისე, რომ ხახვი დაიფაროს, ზემოდან გადავასხათ მაიონეზი, შევდგათ აირღუმელში, შევწვათ, სანამ ზემოდან არ შეწითლდება.

მასალა:

ძროხის ხორცი – 1 კილოგრამი

ხახვი – 400 გრამი

ყველი – 500 გრამი

მაიონეზი – 2 ქილა

წყარო: http://www.mzareuli.com/