Category Archives: კატეგორიის გარეშე

კარტოფილის სუპი ბარდით

600 გრ კარტოფილი, 200 გრ ბარდა, 100 გრ თავი ხახვი, 100 გრ სტაფილო, 50 გრ ზეთი, 1650 მლ წყალი, ოხრახუში, სანელებლები, მარილი – გემოვნებით. ბარდა გადავარჩიოთ, გავრეცხოთ, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ ცივი წყალი და დავტოვოთ 3-4 საათი. იმავე წყლით შემოვდგათ ცეცხლზე, დავახუროთ სახურავი და მოვხარშოთ უმარილოდ, შერბილებამდე. კარტოფილი დავჭრათ მსხვილ კუბებად, სტაფილო პატარა კუბებად, ხახვი –

Read More

კარტოფილის სუპი სოკოთი

250 გრ შამპინიონი ან თეთრი სოკო, ან 70 გრ ხმელი სოკო, 1 კგ კარტოფილი, 120 გრ სტაფილო, 120 გრ თავი ხახვი, 200 გრ პომიდორი ან ტომატ-პიურე, 50 გრ მარგარინი ან ზეთი, 1700 მლ სოკოს ბულიონი, მწვანილი, მარილი – გემოვნებით. სოკოსაგან მოვხარშოთ ბულიონი (იხ. რეცეპტი : კომბოსტოს მწნილისა და სოკოს სუპი), სოკო გავრეცხოთ და დავჭრათ ჩალისებურად.

Read More

ბორში სოკოთი

50 გრ ხმელი თეთრი სოკო, 600 გრ ჭარხალი, 400 გრ კომბოსტო, 150 გრ სტაფილო, 120 გრ თავი ხახვი, 100 გრ ტომატ-პიურე ან პომიდორი, 50 გრ მარგარინი, 1 სუფრის კოვზი ფქვილი, 1 სუფრის კოვზი შაქარი, 1800 მლ სოკოს ნახარში, სანელებლები, მარილი – გემოვნებით. გამხმარი თეთრი სოკოსაგან მოვხარშოთ სოკოს ბულიონი (იხ. რეცეპტი : კომბოსტოს მწნილისა და სოკოს

Read More

კომბოსტოს სუპი

400 გრ კომბოსტო, 600 გრ კარტოფილი, 150 გრ სტაფილო, 100 გრ თავი ხახვი, 100 გრ პომიდორი ან ტომატ-პიურე, 2 სუფრის კოვზი ზეთი, 1700 მლ წყალი, 2-3 კბილი ნიორი, ოხრახუში, სანელებლები და მარილი – გემოვნებით. ბოსტნეულს მოვაცილოთ დაზიანებული ფოთლები და ადგილები, გავრეცხოთ ცივ წყალში. კომბოსტო დავჭრათ ჩალისებურად, კარტოფილი და სტაფილო – კუბებად, პომიდორი პატარა ნაჭრებად, ხოლო

Read More

კომბოსტოს მწნილისა და სოკოს სუპი

40 გრ ხმელი თეთრი სოკო, 1 კგ კობოსტოს მწნილი, 150 გრ სტაფილო, 120 გრ თავი ხახვი, 100 გრ ტომატ-პიურე, 50 გრ მარგარინი, 1 სუფრის კოვზი ხორბლის ფქვილი, 1700 მლ სოკოს ნახარში, ოხრახუში, სანელებლები, მარილი – გემოვნებით. სოკო გადავარჩიოთ, ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ წყალი, გავაჩეროთ 10-15 წუთი, წყალი გადავღვაროთ, რამოდენიმეჯერ გავრეცხოთ, დავასხათ წყალი (პროპორციით 0,7 ლ წყალი

Read More

პეტრე დიდის სუპი

200 გრამი ქამა სოკო, 200 გრამი ქათმის ხორცი, 200 მილილიტრი რძე, 1 ჩაის კოვზი ფქვილი, 1 ცალი კვერცხი, შავი პილპილი, მარილი-გემოვნებით. ქამა სოკო მოხარშეთ რძეში. ქათმის ხორცი წინასწან გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და მოხარშეთ. როცა ადუღდება, ნელ-ნელა დაუმატეთ უკვე მოხარშული ქამა სოკო, რძეში წინასწარ არეული კვერცხი და ფქვილი. წამოადუღეთ. მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი გემოვნებით. …

Read More

ფრანგული სუპი

მასალა: 3-3,5კგ ხორცი; 4 ცალი სტაფილო; 1 კონა ოხრახუში; 1 კონა ნიახური; 0,5კგ შავი პური; 3-4 ცალი ტკბილი ბოლოკი; 45-50 ფოთოლი ისპანახი; 6-7 ღერო სატაცური; 25-30გ მწვანე მუხუდო; ნახევარი კოვზი ერბო. ხორცი მოხარშეთ და გადაწურეთ. კარგად გამხმარ შავ პურს დაასხით ცხელი ბულიონი, დაახურეთ ხუფი და ერთი საათი დადგით, რათა პური კარგად აფუვდეს. შემდეგ ეს მასა

Read More

ბატის ან სხვა ფრინველის საცივი

გასუფთავებული, გარეცხილი ფრინველი ქვაბში მოვათავსოთ, დავასხათ წყალი, დავდგათ ცეცხლზე და ნახევრად მოვხარშოთ, ამოვიღოთ წვენიდან, მოვაყაროთ მარილი დავდოთ თუნუქის ფურცელზე და შევდგათ აირღუმელში შესაწვავად. ბულიონს ცხიმი მოვხადით და შიგ მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი. ნიგოზი, ნიორი, ქინძი, წიწაკა, მარილი, ყვითელი ყვავილი, მიხაკი, ძმარი, ყველაფერი გავხსნათ ბულიონში და დავასხათ მოშუშული ხახვი. ნიგვზის რაოდენობა შეიძლება შევამციროთ, თუ წვენს დავუმატებთ

Read More

თევზის გამჭირვალე მუჟუჟი

ავიღოთ კეფალი ან ლოქო, გავანთავისუფლოთ ძვლებისგან, მოვხარშოთ მარილით შეზავებულ მდუღარე წყალში. როდესაც მზად იქნება ამოვალაგოთ; ნახარშში ჩავყაროთ დაჭრილი თევზის ძვლები და კარგად გამოვხარშოთ. მოხარშული თევზი ჩავაწყოთ დაბალ ფართო ქვაბში და დავასხათ საწურზე გაწურული ნახარში იმდენი, რომ თევზი დაიფაროს. ჩავამატოთ მოხარშული, მრგვლად დაჭრილი სტაფილო, მწვანილის თეთრი ძირები, ხახვი, დაფნის ფოთოლი, პილპილი, ძმარი, დავდგათ ცეცხლზე და წამოვადუღოთ,

Read More

თევზის საცივი

გასუფთავებული, გარეცხილი თევზი ნახევრად მოვხარშოთ და მერე შევწვათ.წმინდად დავნაყოთ ნიგოზი ნიორთან და ყვითელ ყვავილთან ერთად და გამოვხადოთ ზეთი. ცალკე დავნაყოთ ქინზძის თესლი, წიწაკა, ქონდარი, ნედლი ოხრახუში, ცოტა მარილი და კარგად ავურიოთ დანაყილ ნიგოზში, გავხსნათ ძმარში და თევზის ბულიონის ზედაპირიდან მოხდილ სიმსუქნეში. ბულიონი ჩავასხათ სუფთა ქვაში, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დავდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. შემდეგ

Read More