კარტოფილის სუპი ბარდით

600 გრ კარტოფილი, 200 გრ ბარდა, 100 გრ თავი ხახვი, 100 გრ სტაფილო, 50 გრ ზეთი, 1650 მლ წყალი, ოხრახუში, სანელებლები, მარილი – გემოვნებით.

ბარდა გადავარჩიოთ, გავრეცხოთ, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ ცივი წყალი და დავტოვოთ 3-4 საათი. იმავე წყლით შემოვდგათ ცეცხლზე, დავახუროთ სახურავი და მოვხარშოთ უმარილოდ, შერბილებამდე.

კარტოფილი დავჭრათ მსხვილ კუბებად, სტაფილო პატარა კუბებად, ხახვი – წვრილად. სტაფილო, ხახვი და ოხრახუში ოდნავ მოვშუშოთ ზეთში.

ადუღებულ წყალში ჩავყაროთ მოხარშული ბარდა, სტაფილო და ხახვი, სურნელოვანი პილპილი, დაფნის ფოთოლი, ვხარშოთ 15-20 წუთი, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, მარილი, წამოვადუღოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან.

წყარო: http://www.mzareuli.com/