ოლადი (1)
ბორჯომის წყალში გახსენით ფქვილი იმდენი, რომ ცომი სქელი არაჟნის სისქის გამოვიდეს. შეურიეთ 2-3 სუფრის კოვზი ზეთი, 2-3 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი, მარილი დანის წვერით, ვანილი, ლიმონის ცედრა და დარიჩინი გემოვნებით. ტაფა გააცხელეთ, დაასხით ზეთი ბლომად და წამოადუღეთ. აიღეთ ცომი სუფრის კოვზით და მოათავსეთ ტაფაზე ერთმანეთისაგან დაშორებით. როცა შეიწვება, სათითაოდ გადააბრუნეთ და შეწვით მეორე მხრიდანაც. გამზადებულ