კარტოფილის სუპი სოკოთი
250 გრ შამპინიონი ან თეთრი სოკო, ან 70 გრ ხმელი სოკო, 1 კგ კარტოფილი, 120 გრ სტაფილო, 120 გრ თავი ხახვი, 200 გრ პომიდორი ან ტომატ-პიურე, 50 გრ მარგარინი ან ზეთი, 1700 მლ სოკოს ბულიონი, მწვანილი, მარილი – გემოვნებით. სოკოსაგან მოვხარშოთ ბულიონი (იხ. რეცეპტი : კომბოსტოს მწნილისა და სოკოს სუპი), სოკო გავრეცხოთ და დავჭრათ ჩალისებურად.